[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » ასტროლოგია » ჰოროსკოპი

ტყუპები
2015-01-26, 7:58 PM

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლოს -ხელიხელჩაკიდებული მითიური ძმების კასტორის და პოლუქსის მგსავსად, გაორებულობით გამოირჩევიან. ისინი, მრავალმხრივი, ცვალებადი, მოუსვენარი, ცნობისმოყვარე და მერყევი ბუნების პიროვნებები არიან. ტიპიური ტყუპს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საკუთარი თავის ვერაფერი გაუგია, გამუდმებით აინტერესებს სხვისი ცხოვრების დეტალები. ამ ადამიანებს ასევე ახასიათებთ, როგორც გარეგნობის, ისე შეხედულებებისა და ცხოვრებისეული ფასეულობების გამუდმებული ცვლა. გარეგნულად ტყუპები, როგორც წესი ტანმორჩილები არიან, სახის ნატიფი ნაკვთებით და გამოკვეთილი ფორმის მქონე, ძალიან ლამაზი თვალებით. ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ყველაზე ხშირად იბადება ვიზუალურად ლამაზი ხალხი, განსაკუთრებით ეს სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეხება. მათი გარეგნული იმიჯი, როგორც წესი წლების მატებას არ ემორჩილება, შესაბამისად ტყუპები ხანდაზმულ ასაკამდე ინარჩუნებენ კარგ აღნაგობას და სიჯანსაღეს. ამ ყველაფერს კი ისინი, არც მეტი არც ნაკლები, მუდამ ახალგაზრდულ სულისკვეთებას და მოქნილობას უნდა უმადლოდნენ. ერთ ადგილზე დიდი ხნით დაყოვნება, ტყუპისთვის ყველაზე მტანჯველი და აუტანელი მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, ეს ადმიანები გამუდმებით იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, სამოსს, ინტერესებს, პარტნიორებს.. ტყუპის ზოდიაქო აქტიურ კავშირშია ლიტერატურულ ნიჭსა და ჟურნალისტურ საქმიანობასთან. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, როგორც წესი ხშირად გვხვდებიან ზემოთხსენებულ სფეროში მოღვაწე პერსონებს შორის. ამას გარდა, ტყუპების უნარი ნებისმიერ სფეროში, ნოვატორული იდეები და აღმოჩენები შეიტანონ, ხშირად არის მათი სარეკლამო სფეროთი დაინტერესების მიზეზიც. ინფორმაციის ვაკუუმს ან სოციუმთან ურთიერთობის დეფიციტს, მათი სერიოზულ დეპრესიაში ჩაგდება შეუძლია. ამიტომ სურვილი გამუდმებით მოქმედებაში იმყოფებოდნენ და მუდმივად ჰქონდეთ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალება, აიძულებს ტყუპებს ახალი და ახლი ინტერესის ობიექტი ეძებონ. ამასთან ერთად, მათთვის არც რამოდენიმე საქმის ერთდროულად და რაც მთავარია, წარმატებით კეთების ჩვევაა უცხო ხილი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა ხასიათის ყველაზე ნეგატიური თვისება არაპუნქტუალურობაა. როგორც წესი, ტყუპების უმრავლესობა, „ქრონიკული დაგვიანების“ სინდრომითაა დაავადებული და ნებისმიერ შეხვედრაზე პლიუს-მინუს 5 წუთით მაინც აგვიანებს ყოველთვის. მმართველი პლანეტა მერკურის გავლენით, რომელიც თავის მხრივ ვაჭრობისა და კომერციის მფარველად ითვლება, ტყუპებს განვითარებული აქვთ მარკეტინგული ნიჭი და ადამიანების დარწმუნების უნარი. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ხშირად მუშაობენ ზუსტად ამ სფეროებში. ისინი კარგად იტანენ ცვლილებებს, ადვილად ერგებიან ახალ გარემოს, მარტივად ახერხებენ ახალ საცხოვრებელ ადგილზე ნაცნობების წრის გაჩენას. მათ ნაკლებად ახასიათებთ ნოსტალგია წარსულის გამო და შესაბამისად არც იქ დატოვებულ ადამიანებზე ფიქრობენ დიდხანს. უზომო ცნობისმოყვარეობის გამო, ტყუპები ყოველთვის ინტერესდებიან ჭორებით, ინტრიგებით, საიდუმლოებებით.. თუმცა მერყევი ხასიათი მათ საიდუმლოს შენახვის უნარს ნაკლებად ანიჭებს, ამიტომ თუ გინდათ რაიმე ახალი ამბავი მთელ ქვეყანას თუ არა ქალაქს მაინც მოსდოთ წამიერად, ეს ყველაფერი „საიდუმლოდ“ უნდა გაუმხილოთ ტყუპებს.. სიყვარულში ტყუპი არაერთგვაროვანი და მოუხელთებელია. მართალია მისი ამოუცნობი ხასიათი ბევრს აინტრიგებს, მაგრამ ხანგრძლივ ურთიერთობაზე ტყუპები რთულად მიდიან, მით უმეტეს ახალგაზრდა ასაკში, როცა მათი მოუსვენარი ბუნება, იდეალების გამუდმებულ ცვლას განიცდის. ტყუპებისთვის, უფრო მოწიფულ ასაკში შექმნილი ოჯახი შეიძლება იყოს გაცილებით მყარი, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი იგი, მეუღლის მხრიდან, მისი თავისუფლების შეზღუდვას ვერაფრის დიდებით ვერ შეეგუება.. 

კატეგორია: ჰოროსკოპი | დაამატა: Energy
ნანახია: 1223 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar