[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » წიგნები » საშინელება ამბები

ისტორია მიტოვებულ სახლზე
2015-04-10, 12:37 PM

კუნძულ მადაგასკარის პატარა ქალაქ llaka -ში ცხოვრობდა 7 960 ადამიანი. ეს ქალაქი დაახლოებით 2 საუკუნის წინ არსებობდა. ქალაქის არქიტექტურა უძველესი იყო. ზოგიერთი სახლი ძალიან საშიში დიზაინით გამოირჩეოდა. ქალაქი 5 ნაწილად იყო დაყოფილი: 1 - ცენტრალური, 2 - დასავლეთი, 3 - აღმოსავლეთი, 4 - ჩრდილოეთი, 5 - სამხრეთი. დასავლეთი ნაწილი ძალაინ ლამაზი მხარე იყო, მის მთავარ მოედანზე იდგა გიგანტური შადრევანი, ხოლო ამ ნაწილის სახლები იყო მარმარილოსი. ყველაზე ცუდ ნაწილად ითვლებოდა ჩრდილოეთის ნაწილი. ხალხის დიდ ყურადღებას იქცევდა ერთი, ორ სართულიანი სახლი, სადაც 2 მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ცოლს ზოუნდეჰი ერქვა, ქმარს არაფანდივი. ზოუნდეჰი 85 წლის იყო, არაფანდივი კი 87 წლის. ქალაქის მოსახლეობის თქმით, ისინი არასდროს არ ჭამდნენ საჭმელს, მხოლოდ რაღაც სითხეს სვამდნენ, რომელიც ბუხრის თავზე ედოთ. მოხუცებს ერთი ბაღი ჰქონდათ, სადაც ჭინჭარი ჰყვაოდა. ერთ-ერთი ადამიანი ადასტურებდა რომ მოხუცებს 1 შვილი ჰყავდათ რომელმაც თავი ჩამოიხრჩო სრულიად გაუგებარი მიზეზით. შვილი მოხუცებს სახლში, საკუთარ ლოგინში დაუმალიათ. დაახლოებით 6 წლის შემდეგ ორივე მოხუცი გარდაცვლილი იპოვეს. სახლის მთავარ ოთახში სისხლიანი ჯვარი იპოვეს. ამის შემდეგ ჩრდილოეთ ნაწილში ყველა დაიღუპა. ხოლო მოგვიანებით კატასტროფულმა მიწისძვრამ მთელი ქალაქი მიწასთან გაასწორა. ხშირად ბევრი ტურისტი ჩაივლის ამ ნანგრევებთან, და დაინახავენ ჩონჩხებით სავსე ველს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მოხუცების სახლი დღემდე არსებობს, შიგნით შესული ადამიანი კი სიცოცხლის დასასრულს მტკინვეულად მოკვდება.

კატეგორია: საშინელება ამბები | დაამატა: Energy
ნანახია: 1184 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar