[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » წიგნები » მოთხრობები

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 4)
2015-03-19, 0:00 AM

ავტორი: ქეთი ზუკაკიშვილი

დასახელება: გამანადგურებელთა ისტორია - სასიკვდილო კარიბჭე (წიგნი 1)

თავი: 4

კონტაქტი ავტორთან: https://www.facebook.com/qeti.zukakishvili

 

დილით ბედნიერმა გავიღვიძე. სააბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე და გარდერობს მივადექი,არ ვიცოდი რა ჩამეცვა ამიტომ თვალები დავხუჭე და რაც ხელში მომხვდებოდა იმას ჩვიცმევდი; ხელში თხელი,ოქროსფერი აბრეშუმის კაბა მომხვდა რომელიც მუხლებამდე მწვდებოდა, თმები დავიწენი მაკიაჟი არ გამიკეთებია(არც ვიკეთებ არასდროს), კარები გავაღე და კიბეებზე ჩავედი. ქვევით ლუკასი დამხვდა.
-ნიკოლასი გეძახის-მესამე კარებზე მიმითითა.
-მადლობა.
"ამჯერად რისთვის მეძახის?" გაკვირვებული ვფიქრობდი.
კარებთან მივედი, დავაკაკუნე და შევედი.
-დილამშვიდობისა ქეით.-ღიმილით მომესალმა ნიკოლასი-უნდა დაგელაპარაკო
-კარგი. რა ხდება?
- მეცადინეობა დღეს უნდა დაიწყო. ალექსია ბრძოლის ხელოვნებას შეგასწავლის, ჯერემი-ფრენას, ლუკასი და ჯეიმსი მტრების ამოცნობას და განადგურების ხერხებს გასწავლიან, ხოლო მე კი ჯადოქრობას.
-გაკვეთილები თქვენი ჩამონათვალის მიხედვით მექნება?
-დიახ, მაგრამ თითოეული გაკვეთილი 2 საათი ჩაგიტარდება. 1 საათში ალექსიათან უნდა იყო.
-გასაგებია, მაშინ წავალ,მოვემზადები.
-კარგი, ნახვამდის.
  ***
ჩვეულებრივი მაისური და ჯინსები ჩავიცვი. კიბეებზე დავეშვი და ალექსიას შევხვდი. ისევ ისე გამოიყურებოდა როგორც გუშინ.
-წამომყევი. დღეს შენი პირველი გაკვეთილია და დღეს აგირჩევ შენი მთავარი იარაღი.
-მომესმა თუ იარამა უნდა ამირჩიოს მე?-ძალიან გამიკვირდა.
-არაფერი არ მოგესმა.
ალექსიას უხმოდ მივყვებოდი. მრავალი მოსახვევი გავიარეთ და დიდ დარბაზში შევედით. დარბაზის დანახვისას თვალები გამიფართოვდა; დიდი წრიული დარბზის კედლებზე იყო მრავალი სახის; დანები, ხმლები, მშვილდ-ისრები, სამკაპები, შუბები, და კიდევ მრავალი ჩემთვის უცხო იარაღი.
-დარბაზის შუაგულში დადექი, თვალები დახუჭე, მერჯვენა ხელი ასწიე და შენი იარაღი თვითონვე მოვა შენთან.
მეც მის რჩევას მივყევი და უეცრად ჩემს ხელში ხმალი გაჩნდა.
-60 სანტიმეტრი, მოვერცხლილი, ჯადოსნური ქვის მტვრით მოპირკეთებული, იდეალურია ვამპირებისთვის და მაქციებისთვის-ალექსია დაკვირვებით ათვალიერებდა ხმალს. -კარგი, იარაღი უკვე გაქვს ახლა კი გამოსცადე იგი.- ადამიანის ფიტულებზე მანიშნა.
მეც ფიტულებისკენ წავედი.  უეცრად ფიტულები ამოძრავდნენ ნამდვილი ადამიანებივით და დანები მოიმარჯვეს. ალყაში ვიყავი.
"არაუშავს მომავალში უარესი იქნება"
ერთ-ერთი ჩემკენ გამოიქცა მე არ დავშინებულვერ და ხმალი მუცელში გავუყარე. იგი ნაწილებად დაიშალა.
"ან შენ მოკლავ ან შენ მოგკლავენ"
დანარჩენებისკენ უკვე მეთვითონ მივრბოდი. ორს თავი მოვაჭერი, რამოდენიმე შუაზე გავჭერი და ზოგს უბრალოდ მუცელში გავუყარე ხმალი. როცა მოვრჩი, იმდენად მიკვირდა საკუთარი თავის რომ მერეღა შევამჩნიე მომღიმარი ალექსია რომელიც ტაშს მიკრავდა.
-მშვენიერია. როგორც ჩანს კონკურენტი მყავს-ალექსიას ჩაეცინა- 12 მოკალი 5 წუთში. ყოჩაღ დღეს თავი კარგად გამოიჩინე და ამიტომ შეგიძლია წახვიდე.
კარებისკენ წავედი და მაინც ვფიქრობდი როგორ შევძელი ეს მე, გოგონამ რომელსაც არავის წყენინება არ ჩვევია.
   ჩემს ოთახში როდესაც შევედი, საწოლზე ორი გრაგნილი და ერთი პატარა ყუთი დამხვდა. პირველ გრაგნილში ჩემი გაკვეთილების სია და კაბინეტების ადგილმდებარეობა  ეწერა. მეორე ნიკოლასისგან იყო;

"ქეით,ამ პატარა ყუთში დევს სამაჯური რომელიც ყოველთვის უნდა ატარო. მას დამცავი ძალა აქვს (ეგრედწოდებული ბარიერი) რომელიც დაგიცავს შენ და შეგადყობინებს ბნელი ძალების სიახლოვეს. მაგდაგვარი ყველა ჩვენგანს აქვს.


P.S სპეციალურად შენთვის ავარჩიე არწივი, რადგან იგი შენს სულს იდეალურად გამოხატავს.

ნიკოლასი"

ყუთში მართლაც რომ მშვენიერი ოქროს სამაჯური იყო.  არწივის დეტალები კარგად იყო გამოკვეთილი და საოცრად ელვარებდა.
  ისევ ჩემს ცხრილში ჩავიხედე და შემდეგი გაკვეთილი ჯერემისთან მქონდა. იგი ჩემი ფრენის მასწავლებელი უნდა ყოფილიყო. გაკვეთილი სასახლის უკანა ეზოში მიტარდებოდა. მეც ჩემი ხმალი დავაგდე და ჩემი ოთახიდან სირბილით გავედი რადგან გაკვეთილი 5 წუთში მეწყებოდა. როდესაც ჩავრბოდი გზადაგზა მოჩვენებები მხვდებოდნენ.
  სასახლის ბაღი უმშვენიერესი იყო; უამრავი სხვადასხვა ფერის ხეები,(ეს ხეები აშკარად ჯადოსნურები იყვნენ რადგან ამდაგვარ ხეებს ამ ადგილის გარდა ვერსად შეხვდებოდით) უცნაური ყვავილები; სხვადასხვა ზომის, ფორმის და ფერის, მაგრამ მათ შორის რატომღაც ერია ჩვეულებრივი წითელი ვარდები,  მშვენიერი ტბა და შადრევანი,უამრავი ქანდაკება, ხოლო დასასვენებლად ხის სკამები იდგა.
    ჯერემი იქ მელოდა, როგორც ყოველთვის იღმებოდა და როდესაც მივედი მაშინვე გულთბილად მომესალმა და გაკვეთლის ახსნა დაიწყო;
-მისმინე ქეით, ფრენა ერთდროულად ადვილიცაა და რთულიც, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. მთავარია გულით გინდოდეს...-ჯერემი ხელები გულზე დაიდო,თვალები დახუჭა და ნელ-ნელა ჩამოუშვა ხეელები. უეცრად მისი მკერდიდან ცისფერი სხივები გამოიჭრა, სხივები ნისლს დაემსგავსნენ. ჯერემიმ თვალები გაახილა და ნისლს დაახტა ისე თითქოს სკეიტბორდი ყოფილიყო,  ღიმილით შემომხედა და უეცრად ცაში აიჭრა.-აი ხედავ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული!-ჩამომძახა ჯერემიმ და დაშვება დაიწყო. როდესაც ნისლიდან ჩამოვიდა იგი კვლავ ნათებად გადაიქცა და ჯერემიში დაბრუნდა.
-ახლა ყველაფერს დეტალურად აგიხსნი-მან კვლავ ღიმილით გააგრძელა ლაპარაკი- ნისლის გამოძახება ადვილია უბრალოდ თვალები უნდა დახუჭო და სინათლეზე უნდა იფიქრო, მაგრამ წონასწორობის შენარჩუნებაა ოდნავ ძნელი, შენ უნდა იყო ყურადღებით მაგრამ აფრენა და წონასჭორების შენარჩუნება რომ გამოგივიდეს მუდამ უნდა იფიქრო ბედნიერ მომენტზე რომელიც ცხოვრებაში გადაგხდენია. გინდა ეხლავე სცადო?
-კარგი შევეცდები, ოღნთ ბედნიერი მომენტი უნდა გავიხსენო.
-არ გაჩქარებ იფიქრე რადგან არანაერი სურვილი არ მაქვს დაეცე და რაიმე მოიტეხო.-მითხრა თუ არა ეს ჯერემიმ მაშინვე გამახსენდა;მშობლებმა ვიოლინო მაჩუქეს და მასწავლებელიც მომიყვანეს. მალე იმდენად დავვოსტატდი რომ მასწავლებელმა თავისი პირადი ჯგუფის კონცერტზე წამიყვანა და სოლო დამაკვრევინა. 7წლის ბავშვისთვის ესეთი დაკვრა შეუძლებელი იყო. ჯერ კიდევ მახსოვს ის აპლოდისმენტები და გაკვირვებული სახეები იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ ამბის გახსენებაზე გამეღმა და ჯერემიმ მკითხა-უკვე გაიხსენე?-მე უხმოდ დავუქნიე თავი.
   ჯერემის დარიგებისამებრ მოვიქეცი; თვალები დავხუჭე და ნათებაზე დავიწყე ფიქრი,უეცრად ჩემში სითბო ვიგრძენი თვალები გავახილე და ნისლი როცა დავინახე მაშინვე ბედნიერ მომენტზე დავიწყე ფიქრი, ნისლზე გაუბედავად დავდექი მაგრამ ნისლი რკინისავით მაგარი იყო და მაშინვე ზურგში გავიმართე.
-კარგია ახლა კი უბრალოდ უნდა მოინდომო რომ აფრინდე.-ჯერემი გაღიმებული მიყურებდა მაგრამ მის თვალებში გაკვირვება და სიხარულიც ჩანდა.
  ისევ მის დარიგებებს მივყევი. მთელი გულით მოვინდომე აფრენა და უეცრად ცაში ავიჭერი, ქარი თმებს მიწეწავდა,  მე ძალიან სწრაფად მივფრინავდი და სიხარულისგან სიცილი დავიწყე. მართვა ძალიან ადვილი იყო ისევე როგორც სკეიტბორდის, ჯერემიც შემომიერთდა. იგი სხვადასხვაგვარ სალტოებს აკეთებდა რითაც მაკვირვებდა. დაახლოებით ნახევარი საათი დავფრინავდით, მუხლები და ზურგი გავმართე და სიჩქარემაც უკლო.
-ეხლა დაშვების დროა, უბრალოდ მარჯვენა ფეხი წინ წასწიე და დაიხარე.-ფეხი წინ წავწიე და ნისლმა დაშვება დაიწყო. ძირს როდესაც დავეშვი ჯერემიმ ტაში დამიკრა.-ყოჩაღ, ყოჩაღ ძალიან კარგად დაფრინავ. იცი რომ უმეტესობას პირველ ჯერზე აფრენა კი არა ნისლის წარმოქმნაც კი რომ არ შეუძლიათ? კარგი დღევანდელი გაკვეთილი დამთავრებულია ეხლა შეგიძლია წახვიდე.
 

***
   ისტორიის გაკვეთილი ლუკასთან ერთად ძალიან მოსაწყენი იყო. ჯეიმსი არ ერეოდა გაკვეთილში. ლუკასი დიდხანს ყვებოდა გამანადგურებლების ისტორიას და მე ყველაფერს ვიწერდი რადგან რომ არ ჩამეწერა ჩამეძინებოდა. დრო იწელებოდა და როცა ლუკასმა მითხრა შეგიძლია წახვიდეო და ოთახიდან გავიდა შვებით ამოვისუნთქე. ჯეიმსი გვერდით დამიდგა, გამიღიმა დამომესალმა;
-გამარჯობა ქეით, როგორ ხარ?  გავიგე ალექსიასთან და ჯერემისთან თავი კარგად გამოგიჩენია.  ისე დაგინახე როგორც დაფრინავდი, ფრენაში მართლაც იდეალური ხარ.
-დიდი მადლობა.-ჩავიცინე და გავუღიმე.
-შემდეგი რა გაკვეთილი გაქვს?
-ცხრილის მიხედვით...- ცხრილი ამოვიღე- ჯადოქრობის გაკვეთილი ნიკოლასთან ერთად.
-კარგი სამაჯურია. ჰმ... არწივი, ძალიან კარგია. ნიკოლასმა მოგცა? მე მგელი მაქვს- ჯეიმსის ხელზე ოქროს მგელი დავნახე.-ისე...  შენთვის რაღეცის თქმა მინდოდა...-ბორძიკით დაიწყო ჯეიმსმა. მას დაბნეულობა ეტყობოდა.-ისა... დღეს  ჯადოქრობის გაკვეთილის მერე ბაღში ხომ არ შევხვედრილიყავით? მხოლოდ მე და შენ... რას იტყვი?
-კარგი,- გამეღიმა და ოთახიდან გავედი.
   ნიკოლასი კაბინეტში მელოდებოდა;
-გამარჯობა ქეით, როგორც ჩანს დავალებებს ყველგან კარგად ასრულებ აბა ვნახოთ  ჯადოქრობაში როგორ იყოჩაღებ. დღეს შენი სულის მცველს გამოიძახებ. სულის მცველი არის ჯადოსნური არსება, რომელსაც რომელიმე ცხოველის ან ფრინველის სახე აქვს. შენი სულის მცველი არწივია.-ნიკოლასმა სამაჯურზე მანიშნა.- ახლა მე გაჩვენებ თუ როგორ უნდა მოიხმო სულის მცველი და შემდეგ შენც იგივე უნდა გაიმეორო.
    ნიკოლასმა ერთი ხელის გაქნევით ჩააბნელა ოთახი, ხელისგულები ერთმანეთზე მიადო და  როდესაც გაშალა მის ხელში მანათობელი ნისლი იყო რომელიც გალაქტიკას მიაგავდა, ნიკოლასმა ხელები გაშალა, მთელი ოთახი ნისლით გაივსო, უეცრად უზარმაზარი ნახევრადგამჭირვალე წითელი ცხენი გაჩნდა ოთახში.
-შენ უნდა იფიქრო შენს მცველზე და იგი შენთან გაჩნდება.
ჩემი ჯერი დადგა. უკვე უნდა დამეწყო როდესაც კარი ხმაურით გაიღო.  კარში ის ადამიანი იყო რომელიც მე და ჩემს ოჯახს მკვდარი გვეგონა...  კარში ჩემი უფროსი ძმა, რიჩარდი იდგა...
 

 

კატეგორია: მოთხრობები | დაამატა: უსაზღვრო
ნანახია: 1538 | რამოტვირთვები: 206 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar