[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » წიგნები » მოთხრობები

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი1)
2015-03-18, 10:59 PM

ავტორი: ქეთი ზუკაკიშვილი

დასახელება: გამანადგურებელთა ისტორია - სასიკვდილო კარიბჭე (წიგნი 1)

თავი: 1

კონტაქტი ავტორთან: https://www.facebook.com/qeti.zukakishvili

 

  

   ეს ამბავი ზამთრის ღამეს დაიწყო; მარტო მივდიოდი სახლისკენ. გარშემო მიმოვიხედე; ხალხი არ იყო, გარშემო იგივე გარემო იყო როგორც ყოველთვის.
"ამ ადგილას ჯადოსნური არაფერი მოხდება"-ყოველთვის ვფიქრობდი.
  მთვარეს გავხედე რომელიც იმ დღეს განსაკუთრებით ანათებდა მაგრამ უცებ თვალი ადამიანის ფიგურამ მომჭრა, იგი იმ შენობის თავზე იდგა რომელშიც მე ვცხოვრობდი(შენობა მთლიანობაში 10 სართულანი იყო) ის რაღაცას უყურებდა, რაღაცას კი არა ვიღაცას...  მე ვიგრძენი რომ იგი,მე მიყურებდა. თვალები დავახამხამე და იგი უეცრად გაქრა.
გზა გაკვირვებულმა გავაგრძელე. გადაწყვეტილი მქონდა არავისთვის არაფერი არ მეთქვა და ასეც მოვიქეცი.
   სახლში მომხდარზე ხმა არ ამომიღია რადგან ვიცოდი რომ ჩემი და-ჯესი არ დამიჯერებდა. მას არ სჯეროდა ჯადოქრობის და მსგავსი საგნების.
ისე მოვიქეცი როგორც ყოველთვის; ავიღე ჩემი საყვარელი წიგნი, მოვკალათდი სავარძელში და კითხვა დავიწყე.
-ქეით გადაგრევს ეგ ფანტასტიკა! უკვე 16 წლის ხარ! დადე წიგნი და წადი დაიძინე უკვე შუაღამეა ხვალ სკოლაში უნდა წახვიდე!-დამიყვირა ჯესიმ.
-მიუხედავად იმისა რომ 18 წლის ხარ ჩემზე ბრძანებლობის უფლება არ გაქვს! სააბაზანოში შევედი; კბილები გავიხეხე, გრძელი ყავისფერი თმა დავივარცხნე და ჩემს წაბლისფერ თვალებს შევხედე სარკეში;
"ალბათ მალე სათვალეები დამჭირდება" გავიფიქრე და გამეღიმა.
    ჩემს ოთახში შევედი და სანამ დასაძინებლად დავწვბოდი ფანჯარაში გავიხედე და სუნთქვა შემეკრა; მე ისევ ვნახე ის ადამიანი, ეს ისევ იგივე ფიგურა იყო.
მაშინვე ფარდები ჩამოვაფარე.
"ვინ არის ეს ადამიანი? ადამიანია საერთოდ?"
ამდაგვარ ფიქრებში ჩამეძინა.
-ქეით ადექი. ადექიი. ადექი ჩქარა სანამ არ დამიხვრეტიხარ!-მომესმა ჯესის "ალერსიანი" ხმა რომელიც მუდამ ამდაგვრად მაღვიძებს.
-ვდგები ჯეს,ვდგები.-ვუპასუხე ბალიშში თავჩარგულმა.-რატომ არ შეგიძლია გამაღვიძო ისე როგორც დედა ან მამა მაღვიძებდა?!
-რამდენჯერ უნდა გითხრა ჯესიკა და არა ჯესი! და იმიტომ რომ დედა და მამა საზღვარგარეთ არიან და შენი თავი მე ჩამაბარეს!
-კარგი,კარგი-მივაძახე- უჰ, ჰიტლერია კაბაში რა!
-ყველაფერი გავიგონე!-მომაძახა გვერდითა ოთახიდან.
  გარდერობთან მივედი; განსაკუთრებული სტილით არასოდეს გამოვიჩეოდი; გამოვიღე ჯინსის შარვალი და შავი სვიტრი და შავი კედები.
 ვარცხნილობის გაკეთებაზეც ბევრი არ მიფიქრია; უბრალოდ დავივარცხნე და გაშლილი დავტოვე.
-ჯესიკა, დღეს რა რიცხვია?
-რომელი კალენდარი მე მნახე?!
-არა აქვს მნიშვნელობა წავედი მე.- პალტო ჩავიცვი და ჩანთა ავიღე.
-ფრთხილად იყავი მანქანა არ დაგეჯახოს!-მზრუნველი სიცილით მომაძახა ჯესიმ.
   სკოლაში იგივე სიტუაცია დამხვდა; ჩემი კლასელები მაიმუნობდნენ და ნერვებს მიშლიდნენ.
  ბოლო გაკვეთილი ფიზკულტურა გვქონდადა გარეთ გაგვიყვანეს რადგან თბილი დღე იყო.
ჩემი ყველა კლასელი ერთობოდა მე კი  განცალკევებით ვიჯექი და გუშინ ღამით ნანახს ვხატავდი. გვერძე ჩემი საუკეთესო მეგობარი-ენი მომიჯდა და ნახატი მაშინვე დავმალე. ცოტახანს მელაპარაკა და შემდეგ წავიდა. ამოვისუნთქე რომ ვერაფერი შემატყო. ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ ვიღაცამ ჩემსავით ამოისუნთქა. სკოლას თვალი შევავლე მაგრამ უცბათ სკოლის იმ მხარეს რომელიც მუდამ ჩაბნელებული იყო და ხშირი ხეები იზრდებოდა, ისევ იმ ადამიანის ფიგურა შევნიშნე. ის ჩემგან 5 მეტრის მოშორებით იდგა სიბნელეში და მე მითვალთვალებდა. ის მიხვდა რომ შევნიშნე, მკვეთრად შეტრიალდა და გაიქცა მეც მაშინვე ავდექი და გავეკიდე.სიბნელეში მივრბოდი. თითქმის დავეწიე მაგრამ იგი ჩემს თვალწინ უეცრად გაქრა.
-აი იძახე ეხლა ამ ქალაქში არაფერი მოხდება ჯადოსნურიო!-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
   ისე დავბრუნდი ჩემი გაუჩინარება ვერავინ შეატყო, რაც  ჩემთვის უკეთესი იყო. სახლში ენისთან ერთად მივდიოდი;
  სახლში მშვიდობიანად მივაღწიე მაგრამ ვიღაცის მზერას მაინც ვგრძნობდი.
პალტო მივაგდე, სასტუმრო ოთახში შევედი, სავარძელში ჩავჯექი და მეცადინეობა დავიწყე.
   გავიდა 2 საათი მაგრამ ჯესი არ დაბრუნებულა. კიდევ ნახევარი საათის შემდეგ ხმამაღალი ბრახუნი გავიგე.  კარები როდესაც გავაღე ჯერ ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ყუთები და პაკეტები დავინახე და შემდეგ კი მომღიმარი ჯესი.
-როგორც ჩანს ,, სკოლაში" კარგი დღე გქონდა, ახალი კოლექციები შეისწავლეთ?- სიცილით შევეკითხე ჯესის.
-რომ იცოდე საყიდლებზე სიარული ძალიან დამღლელია.- სათვალეები მოიძრო, ნაცრისფერი თვალებით უემოციოდ შემომხედა და თმები გაიშალა.-შენ რა გჭირს?რაღაც სხვანაერი ხარ დღეს.
"ნუ გეშინია, უბრალოდ ვგრძნობ რომ ვიღაც მითვალთვალებს, დღეს ის ვიღაც     თითქმის დავიჭირე მაგრამ ჩემს თვალწინ გაქრა და მგონი ჭკუიდან შევიშალე!   მოკლედ-არაფერი."
    საღამომდე ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარა მაგრამ საღამოს სურპრიზი მელოდა; გარეთ გავიხედე და დავინახე რომ იგივე სიტუაცია განმეორდა როგორც გუშინ ოღონდ ამჯერად მასთან ერთად კიდევ რამოდენიმე "ადამიანი" იდგა,
-ქეით რა არის?-მკითხა ჯესიმ
-იქ...-ხელი მათკენ გავიშვირე
-აქ არავინ არაა... ხომ კარგათ ხარ?
-კი, მგონი.-ორი წამის მერე ისინი გაუჩინარდნენ.

 

 

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 2)

კატეგორია: მოთხრობები | დაამატა: უსაზღვრო | ტეგები: სასიკვდილო, წიგნი, გამანადგურებელი, განადგურება, სიკვდილი, ისტორია, გამანადგურებელები, კარიბჭე, თავი
ნანახია: 1573 | რამოტვირთვები: 116 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
avatar
2
1 უსაზღვრო • 1:22 PM, 2015-02-09
smile
avatar
0
2 NewCountry • 5:16 PM, 2015-03-19
მაგარი საკითხავია, წარმატებები ავტორს! artist artist eat
avatar
0
3 Fire • 5:21 PM, 2015-03-19
გეთანხმები!
avatar
0
4 უსაზღვრო • 5:24 PM, 2015-03-19
მეც ძაან მომეწონა, მაგიტომაც გამოვაქვეყნე.
omForm">
avatar