[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » ეს საინტერესოა » ფაქტები

კინგის კუნძული
2015-04-06, 6:18 PM

კინგის კუნძული მდებარეობს ბასის სრუტეში, კუნძულ ტასმანიის ჩრდილო-დასავლეთ დაბოლოების შორიახლოს. ეკუთვნის ავსტრალიას, შედის ტასმანიის შტატის შემადგენლობაში. კუნძულის ფართობია — 1098 კმ², მოსახლეობა — 1723[1] ადამიანი (2007 წელი), საშუალო ასაკი 43,1 წელი. კუნძულზე მდებარეობს ვოლფრამის საბადოები (მოიპოვება მინერალი შეელიტი). კუნძულის შორიახლოს ბევრი ჩაძირული გემია. კუნძულის გარშემო იზრდება დიდი რაოდენობით წყალმცენარეები. 2004 წლის 28 ნოემბერს კინგის კუნძულის ნაპირზე გამოირიყა 70-ზე მეტი ვეშაპი და 30-ზე მეტი დელფინი. 97 ცხოველი დაიღუპა. კუნძული 1802 წელს აღმოაჩინა და გამოიკვლია ფრანგულმა ექსპედიციამ ნიკოლა ბოდენის ხელმძღვანელობით. სახელი დაერქვა ახალი სამხრეთი უელსის შტატის გუბერნატორის ფილიპ კინგის პატივსაცემად, რომლის ტერიტორიის შემადგენლობაშიც მაშინ შედიოდა ტასმანია. კუნძულ კინგის ტერიტორია მთლიანად შედის ტასმანიის შტატის კინგის კუნძულის მუნიციპალიტეტში. მთავარი ქალაქია კარი.

 

კატეგორია: ფაქტები | დაამატა: Energy
ნანახია: 1106 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar