[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » ეს საინტერესოა » ფაქტები

რკინა
2015-03-31, 5:04 PM

რკინა — მენდელეევის პერიოდული სისტემის მეოთხე პერიოდის, მერვე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, რომლის ატომური ნომერია - 26. აღინიშნება სიმბოლოთი Fe (ლათ. Ferrum). ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ლითონია დედამიწის ქერქში (მეორე ადგილზეა ალუმინის შემდეგ). მარტივი ნივთიერება რკინა (CAS-ნომერი: 7439-89-6) — ჭედადი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი მაღალი ქიმიური რეაქციული უნარით: რკინა სწრაფად განიცდის კოროზიას განსაკუთრებულად ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში. სუფთა ჟანგბადში რკინა იწვის, ხოლო მცირედისპერსიულ მდგომარეობაში ჰაერზეც თვითაალდება. ჩვეულებრივ, რკინას უწოდებენ მის შენადნობებს რომლებშიც, მინარევების შემცველობა ძლიერ მცირეა (0,8 %-მდე) და ინარჩუნებენ წმინდა ლითონის პლასტიკურობას და სირბილეს. მაგრამ პრაქტიკაში უფრო ხშირად გამოიყენება რკინისა და ნახშირბადის შენადნობები: ფოლადი (წონის 2,14%-დე ნახშირბადი) და თუჯი (წონის 2,14–4.1 % ნახშირბადით). როგორც წესი ფოლადს აუმჯობესებენ მალეგირებელი ელემენტებით (ქრომი, მანგანუმი, ნიკელი, და სხვა) - ლეგირებული ფოლადი. რკინისა და მისი შენადნობების სპეციფიკური თვისებების ერთობლიობის გამო ადამიანისათვის რკინა არის «№ 1 ლითონი». ბუნებაში რკინა ძალიან იშვიათად გვხვდება სუფთა სახით, ყველაზე ხშირად ის გვხვდება რკინა-ნიკელის მეტეორიტების შემადგენლობაში. რკინის გავრცობადობა დედამიწის ქერქში შეადგენს — 4,65 % (მე-4 ადგილზეა O, Si, Al-ის შემდეგ). ასევე ითვლება, რომ უმეტესწილად რკინისაგან შედგება დედამიწის ბირთვი.

 

ისტორია


 

რკინა, როგორც ინსტრუმენტალური მასალა ცნობილია უძველესი დროიდან. რკინის ყველაზე ძველი ნაკეთობა, რომელიც აღმოჩენილი იქნა არქეოლოგიური გათხრების შედეგად, დათარიღებულია მე-4 ათასწლეულით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე და მიეკუთვნება ძველი შუმერის და ძველი ეგვიპტის ცივილიზაციას. ისინი დამზადებულია მეტეორიტული რკინისაგან, ანუ რკინისა და ნიკელის შენადნობისაგან (უკანასკნელის შემცველობა მერყეობს 5-დან 30 %-მდე), სამკაულები ეგვიპტური სამარხებიდან (მიახლოებით 3800 წელი ძვ. წ. აღრიცხით) და ხანჯალი ურიდან, შუმერული ქალაქიდან (მიახლოებით 3100 წელი ძვ. წ.ა.). ზეციური წარმოშობის მეტეორიტული რკინიდან, მოდის რკინის ერთ ერთი სახელწოდება ბერძნულ და ლათინურ ენებში: «სიდერი» (რაც «ზეციურს, ვარსკლავურს» ნიშნავს). რკინის ნაკეთობები, რომლებიც მიღებული იყო გამოდნობის მეშვეობით, ცნობილია ჯერ კიდევ არიული ტომების ევროპიდან აზიაში, ხმელთაშუაზღვის კუნძულებზე და კიდევ უფრო მოშორებით (მე-4 ათასწლეულის ბოლო და მე-3 ათასწლეული ქრისტეშობამდე) გადასახლების დროიდან. ყველაზე უძველესი ცნობილი რკინის ნაკეთობაა - ფოლადის სამართებელი, რომელიც ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში, ხეოფსის პირამიდის ქვის წყობაში (აშენებულია მიახლოებით 2530 წელს ძვ. წ.ა.). როგორც გათხრებმა აჩვენა ნუბიის უდაბნოში, ჯერ კიდევ იმ დროს ეგვიპტელები, როდესაც ცდილობდნენ მოსაპოვებელი ოქროს გამოყოფას მძიმე მაგნეტიტური ქვიშისაგან, ახურებდნენ მადანს ქატოსთან და სხვა მსგავს ნივთიერებებთან ერთად, რომლებიც შეიცავდა ნახშირბადს. ამის შედეგად ოქროს შენადნობის ზედაპირზე ამოტივტივდებოდა ცომისმაგვარი რკინის ფენა, რომელსაც ცალკე ამუშავებდნენ. ამ რკინისაგან ჭედდენ იარაღებს, მათ შორის ხეოფსის პირამიდაში ნანახ ნივთებსაც. თუმცა ხეოფსის შვილიშვილის მენკუარის (2471—2465 წლები ძვ. წ.ა.) შემდეგ ეგვიპტეში დაიწყო არეულობა: დიდგვაროვნებმა ღმერთი რას ქურუმების მეთაურობით ჩამოაგდეს მმართველი დინასტია, და დაიწყო უზურპატორების ცვლა, რომელიც დამთავრდა შემდეგი დინასტიის ფარაონის უსერკარის გამეფებით, რომელიც ქურუმებმა გამოაცხადეს ღმერთის ვაჟად და თვით ღმერთ რას განსახიერებად (აქედან მოყოლებული ეს ფარაონების ოფიციალურ სტატუსად იქცა). ამ არეულობის დროს ეგვიპტელების კულტურულმა და ტექნიკურმა ცოდნამ დეგრადაცია განიცადა, ასევე დეგრადაცია განიცადა პირამიდების მშენებლობის ხელოვნებამ და დაკარგულ იქნა რკინის წარმოების ტექნოლოგია, ეგვიპტელებმა მოგვიანებით სპილენძის საბადოების ძებნისას სინაის ნახევარკუნძულზე, არავითარი ყურადღება არ მიაქციეს იქ არსებულ რკინის მარაგს, და რკინას იღებდნენ მეზობელი ხეთებისაგან და მითანიელებისაგან. რკინა ხშირად მოიხსენიება უძველეს (მე-3 ათასწლეული ძვ. წ.ა.) ხეთურ ტექსტებში, რომლებმაც დაარსეს საკუთარი იმპერია თანამედროვე ანატოლიის ტერიტორიაზე თურქეთში. ასე მაგ., ხეთების მეფის ანიტის ტექსტებში აღნიშნულია

 

კატეგორია: ფაქტები | დაამატა: Energy
ნანახია: 1494 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar