[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » ეს საინტერესოა » გეოგრაფია

ახალგორი
2015-04-13, 4:04 PM

ახალგორი (ყოფ. ლენინგორი) — დაბა ახალგორის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ცენტრი. 1935-1991 წლებში ცნობილი იყო ლენინგორის სახელით. რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, ქალაქს რუსმა ოკუპანტებმა უწოდეს თავისი საბჭოთა სახელწოდება (ლენინგორი). მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის სადგურ ქსანიდან 35 კმ-ზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა 2.5 ათასი (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. ისტორიული წყაროების ცნობით, ახალგორი დაარსებულია ძვ.წ. II ს-ში, საურმაგის მეფობის პერიოდში. ვახუშტი ბაგრატიონი მას იხსენიებს „მცირე ქალაქად“, რომელშიც „მკვიდრობენ ქართველნი და სომეხნი“. გვიანფეოდალურ ხანაში ახალგორი ქსნის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ახალგორში შემორჩენილია XVII ს-ის სამი ხუროთმოძღვრული ანსამბლის ნანგრევები.

კატეგორია: გეოგრაფია | დაამატა: Energy
ნანახია: 792 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar