[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » ახალი ამბები

ლოპოტას სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ,,ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის
2015-02-28, 1:43 PM

2012 წლის აგვისტოს ბოლოს, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევი, დღეს სირიაში იმყოფება და ,,ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის. ამ საკითხზე გაზეთი ,,რეზონანსი“ წერს.
,,ლოპოტის ხეობაში დაკავებული ახმედ ჩატაევი იგივე ,,ცალხელა აჰმედი" დღეს სირიაში იმყოფება. იქ იგი ,,ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის და ჩრდილო კავკასიელ მოხალისეთა ერთ-ერთ შენაერთს, ,,იარმუკს" მეთაურობს. მას მოიხსენიებენ როგორც ამირ ახმად შიშანს (არაბ. - ჩეჩენი).
ახმედ ჩატაევი ქართველი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი. ის ლოპოტაში ჩატარებული სპეცოპერაციის მსვლელობისას შეიარაღებულ პირებთან ერთად იმყოფებოდა და ჯგუფის ლიკვიდაციისას ქართველ სამართალდამცავებთან შეტაკებაში დაიჭრა. იგი სამხედროებს ათი დღის განმავლობაში ემალებოდა და ბოლოს ქართველ მესაზღვრეებს ჩაბარდა. გართულებული ჭრილობის გამო გორის სამხედრო ჰოსპიტალში ფეხი მოაჭრეს. დაპატიმრებულ ახმედ ჩატაევს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, აგრეთვე შეიარაღებული დაჯგუფების წევრობას ედავებოდა. თუმცა 2013 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო და 5 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა“,-წერს გაზეთი.
გამოცემის ცნობით, როგორც ახმედ ჩატაევმა თავის დროზე თქვა, ლოპოტას ხეობაში იგი ქართველი ძალოვანების თხოვნით იყო ჩასული, რათა შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა და იარაღის დაყრაზე დაეთანხმებინა. შესაბამისად, იმ ბრალდებებს, რომელსაც მას უყენებდნენ, იგი დაუსაბუთებლად მიიჩნევდა.

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"

 

vinews.ge

კატეგორია: ახალი ამბები | დაამატა: NewCountry1
ნანახია: 1122 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar