[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » სასარგებლო » რჩევები

არაჩვეულებრივი სადღესასწაულო კერძი ქათამი ყველისა და ბროწეულის შიგთავსით!
2015-03-18, 8:10 PM

სადღესასწაულოდ ქათმის მომზადება? არაო, იტყვი, მაგრამ სუფრაზე ისე გამოიყურება… გთავაზობთ ერთ-ერთ ვარიანტს, როგორ შეიძლება მოამზადო ქათამი, მათთვის, ვისაც ფარშირებული კერძები უყვარს. ბროწეულის კაკლები და ყველი – საინტერესო შეთანხმებაა, არა?

 

ინგრედიენტები:
სოიოს სოუსი – 6 სუფრის კოვზი;
ქათამი – 1
ყველი – 200 გრ.
ბროწეული – 1 ც.
აჯიკა – 1 სუფრის კოვზი
მაიონეზი – 2 სუფრის კოვზი
მარილი, პილპილი, ნიორი – გემოვნებით.

მომზადების წესი:

 

1.დახეხე ყველი მსხვილ სახეხზე (ან დაჭერი პატარა ნაწილებად). ბროწეული გაარჩიე.

აურიე ერთმანეთში ყველი, ბროწეულის კაკლები და სოიოს სოუსი

კარგად აურიე მიღებული მასა

4. ქათამს წაუსვი მაიონეზის, აძიკისა და სანელებლების ნაზავი და გამოტენე ყველის, ბროწეულისა და სოიოს სოუსის შიგთავსით. დააფიქსსირე ხვრელი.

5. ფრთხილად მოათავსე ქათამი საცხობ პაკეტში, დაამაგრე ბოლოები და შედგი პაკეტი გაცხელებულ ღუმელში. შეწვი ქათამი 160 გრადუსზე პაკეტის გაბერვიდან დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.

6. როგორც კი მომზადდება, გამოიღე ქათამი. მაშინვე გახვრიტე პაკეტი დანით, ოღონდ ფრთხილად – ამ მომენტში პაკეტიდან ცხელი ორთქლი გამოვა. მოათავსე ქათამი თეფშზე.

 

ხედავ, როგორი ორქოსფერი ზედაპირი აქვს შენ მიერ მომზადებულ ქათამს? და სულაც არ არის საჭირო, იყო შეფ-მზარეული! ასეთი სადღესასწაულო კერძი ყველა შენს სტუმარს გააკვირვებს.

კატეგორია: რჩევები | დაამატა: Energy
ნანახია: 1029 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar