მთავარი » ფაილები » ასტროლოგია » ციური სხეულები |
2015-01-25, 5:20 PM | |
პლანეტა ციური სხეულია, რომელიც ვარსკვლავის ან ვარსკვლავური ნარჩენის ირგვლივ ბრუნავს და რომელიც საკმარისად მასიურია, რომ საკუთარი გრავიტაციით მრგვალი ფორმა მიიღოს;იმდენად მასიური არაა, რომ თერმობირთვული სინთეზი შეძლოს;თავისი სამეზობლო გაასუფთავა პლანეტოშენადედებისაგან.ტერმინი პლანეტა უძველესია, რომელიც ისტორიას, მეცნიერებას, მითოლოგიასა და რელიგიას უკავშირდება.
თავდაპირველად პლანეტებს მრავალი ადრეული კულტურა ხედავდა, როგორც ღვთისმეტყველს ან ღვთაებების ემისარიებს. სამეცნიერო ცოდნის გაუმჯობესებასთან ერთად ადამიანის მიერ პლანეტების აღქმა შეიცვალა და გარკვეული რაოდეონობის განსხვავებულ ობიექტებს შეუერთეს. 2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ოფიციალურად მიიღო რეზოლუცია მზის სისტემაში არსებული პლანეტების განმარტებაზე. ეს განმარტება საკამათოა, რადგან ის გამორიცხავს პლანეტური მასის მრავალ ობიექტს, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, თუ სად ან რის გარშემო ბრუნავს ის. მიუხედავად იმისა, რომ 8 პლანეტური სხეული აღმოაჩინეს 1950 წლამდე, დარჩენილი „პლანეტები“ თანამედროვე განმარტებით, ზოგი ციური სხეული, როგორიცაა ცერერა, პალასი, იუნონა, ვესტა (თითოეული ობიექტი მზის სისტემის ასტეროიდულ სარტყელშია) და პლუტონი (პირველად აღმოჩენილი ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტი), რომლებიც ოდესღაც პლანეტებად იყო მიჩნეული სამეცნიერო საზოგადოებაში, ძველებურად აღარ აღიქვამენ.პტოლემე ფიქრობდა, რომ პლანეტები დედამიწის ირგვლივ ბრუნავდა ეპიციკლური მოძრაობით. მიუხედავად იმისა, რომ ის იდეა მრავალჯერ იყო გამოთქმული, რომ პლანეტები მზის ირგვლივ ბრუნავდა, მე-17 საუკუნემდე არავინ უჭერდა მხარს და მხოლოდ მაშინ აღიარეს, როცა გალილეო გალილეიმ პირველად ტელესკოპით ასტრონომიული დაკვირვებები ჩაატარა და ამის მტკიცებულება მოძებნა. დაკვირვებათა მონაცემების ფრთხილი ანალიზით იოჰანეს კეპლერმა დაამტკიცა, რომ პლანეტების ორბიტები არა წრიული, არამედ ელიფსური იყო. ტელესკოპების განვითარებასთან ერთად ასტრონომებმა დაინახეს, რომ, დედამიწის მსგავსად, პლანეტები დახრილი ღერძების ირგვლივ ბრუნავდა, ზოგს კი აღმოაჩნდა ისეთი ნიშან-თვისებები, როგორიცაა ყინულის ქუდები და სეზონები. კოსმოსური ხანის დასაწყისიდან მოყოლებული კოსმოსური ზონდების მიერ ახლო დაკვირვებებმა ცხადყო, რომ დედამიწასა და სხვა პლანეტებს ისეთი საერთო მახასიათებლები აქვს, როგორიცაა ვულკანიზმი, ქარიშხლები, ტექნონიკა და ჰიდროლოგიაც კი. პლანეტები ძირითადად ორ მთავარი ტიპად იყოფა: დაბალი სიმკვრივის დიდი გაზური გიგანტები და მცირე კლდოვანი პლანეტები. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის განმარტებით, მზის სისტემაში 8 პლანეტაა. მზიდან მანძილის ზრდის მიხედვით, ოთხი მათგანი კლდოვანია: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი; შემდეგი ოთხი გაზური გიგანტია: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. აქედან 6 პლანეტას ერთი ან მეტი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს.
ათასზე მეტი პლანეტა აღმოაჩინეს სხვა ვარსკვლავების გარშემო („ეგზოპლანეტები“) „ირმის ნახტომში“: 2014 წლის 14 აგვისტოს მონაცემებით, 1815 ეგზოპლანეტაა ცნობილი 1130 პლანეტურ სისტემაში (აქედან 466 მრავალპლანეტური სისტემაა), სადაც პლანეტები დედამიწის ზომიდან იუპიტერზე ბევრად დიდ ზომამდე აღწევს. 2011 წლის 20 დეკემბერს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა პირველი დედამიწის ზომის ეგზოპლანეტების აღმოჩენა: კეპლერ-20e და კეპლერ-20f, რომლებიც მზის მსგავსი ვარსკვლავის, კეპლერ-20-ის,ირგვლივ ბრუნავდა. 2012 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც გრავიტაციულ მიკროლინზირებაზე იყო დაფუძნებული, „ირმის ნახტომში“ არსებულ თითოეულ ვარსკვლავს 1,6 პლანეტა ჰყავს ორბიტაზე. 5 მზის მსგავსი ვარსკვლავიდან ერთს მაინც ჰყავს დედამიწის ზომის პლანეტა სასიცოცხლო ზონაში. | |
ნანახია: 1941 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |