[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » წიგნები » მოთხრობები

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 2)
2015-03-18, 11:46 PM

ავტორი: ქეთი ზუკაკიშვილი

დასახელება: გამანადგურებელთა ისტორია - სასიკვდილო კარიბჭე (წიგნი 1)

თავი: 2

კონტაქტი ავტორთან: https://www.facebook.com/qeti.zukakishvili

 

   იმ ამბის შემდეგ 5 თვე გავიდა, ზაფხული დადგა. ქალაქგარეთ ტყის პირას, მიყრუებულ ადგილას მშვენიერი აგარაკი გვქონდა და მუდამ მშვიდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ამ წელს არა, დანაც კი დამქონდა თან. წელს მხოლოდ მე და ჩემი და წავედით.
   ტყე ჩვენს აგარაკთან მოშორებით მშვენიერი იყო; მაღალი ხეების ფოთლებიდან მზის სხივები იღვრებოდა,ჩიტების ხმა ისმოდა და ყველაფერი ყვაოდა. მე სახლში ვეღარ გავჩერდი რადგან ჯესის ოთახიდან საშინელი ხმა ისმოდა.
 "ან თვითომ მღერის ან საკუთარ ჩანაწერს უსმენს"
-ჯესიკა შეწყვიე შენი თუთიყუშის, ჯექსონის წვალება -ვუყვირე ბოლო ხმაზე- მაიკლ ჯექსონი საფლავიდან ამოვიდა და იყვირა მოაკეტინეო, ხოლო მადონა დეპრესიაშია-ეს რა მოვისმინეო!-ამისი ატანა შეუძლებელი იყო. ავიღე;წიგნი,პლედი,დანა და გარეთ გავედი.
-ჯეს, წავედი!
-წადი ოღონთ გველმა, დათვმა ან მგელმა არ გიკბინოს სისხლით დაისვრები!
-მადლობა რჩევისთვის-კარები გავაჯახუნე და ტყეში გავიქეცი რადგან მართლაც აუტანელი იყო სახლში ყოფნა. ბედნიერი ვიყავი რომ თავი დავაღწიე იქაურობას.
   ერთი ხის ქვეშ კომფორტულად მოვეწყვე და კითხვა დავიწყე. ყველაფერი მშვენივრად იყო, მაგრამ უეცრად ისინი გაჩნდენ; ისინი ოთხნი იყვნენ, 3 ბიჭი და 1 გოგო. იმდენად შეშინებული და გაკვირვებული ვიყავი დანა სრულიად დამავიწყდა.
- გამარჯობა ქეით უილიამს -მომმართა ერთ-ერთმა თავაზიანად- მე ჯეიმსი ვარ, ესენი კი ლუკასი, ჯერემი და ალექსია.
ჯეიმსს ჰქონდა ყავისფერი თმები, მწვანე ნდობითა და სიკეთით აღსავსე თვალები და კეთილი ღიმილი.
ლუკასს შავი თმები და ნაცირისფერი თვალები და სასტიკი და სერიოზული გამოხედვა, მაგრამ მისი სახის გამომეტყველება ჩემზე "კაი ტიპის" შთაბეჭდილებას არ ტოვებდა.
ჯერემი ლუკასსთან შედარებით მხიარული ჩანდა. მას ნაცრისფერი თვალები ჰქონდა, ჯეიმსზე ოდავ მოკლე,ხუჭუჭა მუქი თმები მაგრამ ძალიან მხიარული და ბედნიერი ღიმილი ჰქონდა.
ალექსია კი ნამდვილ მებრძოლს ჰგავდა- ქერა თმები გაშლილი ჰქონდა, სქელ ტუჩებზე წითელი ტუჩსაცხი ესვა, ოკეანესავით ცისფერი თვალები უღელავდა მაგრამ მაინც ამაყი ღიმილით მიყურებდა.თითქმის ყველაფერი ტყავისგან ეცვა; ჩექმები, პალტო და შარვალი. პალტოს თითოეულ ჯიბეში 5 დანა მაინც ელაგა, ხოლო ქამარში კი ერთი გრძელი ხმალი ჰქონდა რომლის პირიც მზეზე ელვარებდა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,მაგრამ მე მაინც ვერ გავიგე ვინ თქვენ ვინ ხართ.
-ჩვენ გამანადგურებლები ვართ, ასევე შენი მცველები, ხოლო შენ კი ერთ-ერთი ჩვენგანი ხარ...
გაკვირვებისაგან გაშეშებული ვიყავი, არ ვიცოდი რა მეთქვა, მაგრამ ეს მე არ ვიყავი ის გოგონა ვისაც თავგადასავლები უნდოდა ამიტომ გავიღიმე და ხმა ამოვიეღე;
- რახან ასეა სახლში ხომ არ შევსულიყავით?- შევთავაზე მათ
-თუ გინდა, კი ბატონო-უდარდელად მიპასუხა ჯეიმსმა.
გზაში ჯეიმსს კვლავ გავესაუბრე;
-ჯეიმს შენ მითვალთვალებდი ხოლმე?
-ხო ძალიან დაკვირვებული ხარ.
-თუ უკეთესად დაიმალებოდი ვარ შეგამჩნევდი-გამეღიმა.
-იმ ღამეს ჩემმა დამ რატომ ვერ შეგამჩნიათ?-ყველაფერი მაინტერესებდა
-რადგან იმ ღამეს, სავსემთვარეობისას მარტო შენ შეგეძლო ჩვენი დანახვა-მიპასუხა ალექსიამ.
სახლში შევედით, კიდევ კარგი ჩემი დის სიმღერის ხმა არ ისმოდა. მისაღებ ოთახში გავუძღვენი მათ. ჩემი დის კივილი მომესმა, მათაც ისე გაუკვირდათ როგორც მე.
-რა ხდება აქ ვიღაცას აწამებენ?-გაკვირვებით იკითხა ჯერემიმ.
-ნუ გეშინია, ჩემი დაა!-გაღიზიანებით ვთქვი-ერთი წამით დაგტოვებთ, თქვენ მოკალათდით.
ჩემს დას ოთახში ავუვვარდი ,დავუკაკუნე მაგრამ კარები არ გააღო, კარები ჩაკეტილი ჰქონდა, 2 გზა მქონდა ან უნდა დამეღრიალა მისთვის ან უნდა კარები შემენგრია, კარებს არ შევანგრევდი რადგან შეიძლება რამე მომსვლოდა ფეხზე და ეს არ მაწყობდა ამიტონ დავუღრიალე;
-ჯესიკა! მორჩი კივილს თორემ დაგხვრიტავ და შენს გვამს თევზებს ვაჭმევ!-კივილი შეწყდა.
-რა მოგივიდა რას მიღრიალებ?
-ჩემი მეგობრები მოვიდნენ ჩემთან სტუმრად და ნუ მარცხვენ!-მაინც ღრიალი მიწევდა რადგან მუსიკას ხმამაღლა უსმენდა. ის შებრუნდა მუსიკა გამორთო, მითხრა თავს მოვიწესრიგებო და კარები მიხურა.
ქვევით ჩავედი.
-ერთმანეთი ხომ არ დახოცეთ?-ისევ ჯერემი ალაპარაკდა
-ყველაფერი გაიგონეთ ხო?-პასუხი უკვე ვიცოდი
-ერთმანეთს ძალიან თბილად ელაპარაკებით-პირველად ამოიღო ხმა ლუკასმა.
-ზოგჯერ უფრო თბილებიც ვართ!
ჩემი და ჩამოვიდა, თავი მართლაც მოეწესრიგებინა; შავი თმები დაიწნა და სალათისფერი კაბა ჩაიცვა, ლამაზი ჩანდა მაგრამ ჩვენს შორის ზედმეტს გავდა; ჩვენ ყველას გვერია შავი ფერი, მეც კი შავი ფერის კაბა მეცვა დიდი ოქროსფერი ქამრით. მე ჯეიმსთან დავჯექი რადგან არანაერი სურვილი არ მქონდა ლუკასის გვერძე ვმჯდარიყავი;
-თქვენ გაიცანით ერთმანეთი და მე ეხლავე დავბრუნდები, რაიმე გამაგრილებელს მოვიტან.-სამზარეულოსკენ წავედი სწრაფი ნაბიჯით.
კოქტეილი უცბათ გავაკეთე და ოთახში შევიტანე. ოთახში შესვლისას ოდნავ სასაცილო მდგომარეობა დამხვდა;ჩემი და ლუკასს გაუჩერებლად ელაპარაკებოდა, ალექსია და ჯერემი ერთმანეთს ურტყამდნენ ხოლო ჯეიმსს პირზე ხელები აეფარა რათა მისი სიცილი ვერავის შეემჩნია. ჩემს დანახვაზე დაწყარდნენ.ყველას კოქტეილი მივაწოდე და ჯეიმსის გვერდით დავჯექი, და საუბრის წამოწყება ვცადე;
-თქვენ უბრალოდ მეგობრები ხართ თუ და და ძმები?
-საუბედუროდ ეს ჩემი ძმაა-ალექსიამ თავი ჯერემისკენ გააქნია რომელმაც ყურადღებაც კი არ მიაქცია ალექსიას ნათქვამს.
-მესმის შენი-ჩემი და ჩაება საუბარში-საუბედუროდ ეს არსება ჩემი დაა.
-ჩემი აზრით მშვენიერი და გყავს, მგონი შენზე კარგად მე ვიცნობ-ჩაიცია ჯეიმსმა და გამომხედა.
'' რათქმაუნდა შენ ხომ 24 საათის გავმალობაში მითვალთვალებდი"-გავიფიქრე და გამეღიმა.
ჩემმა დამ ამჯერად ჩემი და ჯეიმსის გარდა ყველას ელაპარაკებოდა.
-რომ იცოდე 24 საათის განვმალობაში არ გითვალთვალებდი-ჩურჩლით მითხრა ჯეიმსმა და გამიღიმა.
-შენ რა ჩემი აზრების კითხვა შეგიძლია?
-არამარტო შენი, მაგალითად შენი და ფიქრობს თუ როგორი სიმპათიურია ლუკასი.-
ამ სიტყვების გაგონებისას სიცილი ძლივს შევიკავეთ.
"მუდამ ეგრე როგორ უნდა ლაყბობდეს?!''
-მაუდამ ეგრე ლაპარაკობს?-ისევ ჩურჩულით მომმართა.
-იქნებ გამოძვრები ჩემი თავიდან!
  ამ დროს ჩემს დას მობილურმა დარეკა და გავიდა. უეცრად ლუკასმა მითხრა რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით, არაფერი არ მითქვამს და ავდექი. უეცრად, მაგიდაზე წერილი გაჩნდა;
-ეცოდინება რომ ჩვენთან ერთად წამოხვედი-მითხრა ჯერემიმ.
ჯეიმსმა და ჯერემიმ ხელები მომკიდეს და უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თვალები დავხუჭე, შეგრძნება გაქრა, მაგრამ თვალები როცა გავახილე ჩვენს წინ უზარმაზარი სასახლე იდგა.

 

 

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 2)

 

კატეგორია: მოთხრობები | დაამატა: უსაზღვრო | ტეგები: სასიკვდილო, წიგნი, გამანადგურებელი, განადგურება, სიკვდილი, ისტორია, გამანადგურებელები, თავი, კარიბჭე
ნანახია: 1375 | რამოტვირთვები: 89 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar