[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » წიგნები » მოთხრობები

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 3)
2015-03-18, 11:59 PM

ავტორი: ქეთი ზუკაკიშვილი

დასახელება: გამანადგურებელთა ისტორია - სასიკვდილო კარიბჭე (წიგნი 1)

თავი: 3

კონტაქტი ავტორთან: https://www.facebook.com/qeti.zukakishvili

 

  -აქ რაზე მომიყვანეთ?
-ყველაფრის შესახებ ნიკოლასი მოგიყვება-უემოციოდ მიპასუხა ლუკასმა.
ნაბიჯი ოდნავ ავაჩქარე და ჯეიმსის გვერდით დავდექი.რატომღაც მას ვენდობოდი ყველაზე მეტად.
-ჯეიმს ნიკოლასი ვინ არის?-ჩურჩულით გადავულაპარაკე
-ყველაფერს თვითონ მოგიყვება.
"ოჰო, ასეთი იდუმალი როდიდან გახდი?"-უბრალოდ გავიფიქრე რადგან ვიცოდი რომ ისევ ჩემს ტვინში იჯდა და ესეც იყო რადგან გაეღიმა.
"მერე ვინთქვა რომ იდუმალი ვარ?"-მისი ხმა ჩემს თავში გაისმა.
"ეს ტელაპატია თუ რაღაც მაგდაგვარი არ არის?"
-ხო, ეგ არის-ამჯერად ჩურჩულით მიპასუხა-ზოგჯერ ძალიან მოსახერხებელია.
    სასახლის კარებს მივადექით. დიდრონი ორფთრიანი კარი თავისით გაიღო. გრძელი დერეფანი ძველებურ სტილში იყო გაფორმებული,დერეფნის ბოლოს 5 კარები და კიბეები იყო. ჩვენ მესამე კარებში შევედით, გრძელ კიბეებს ავუყევით და ხის კართან შევჩერდით;
-მარტო უნდა შეხვიდე, ჩვენ ვერ გამოგყვებით-ჯერემის ლაღი ხმა სერიოზული გახდა.-ჩვენ აქ დაგელოდებით.
-კარგი-ღრმად ჩავისუნთქე, კარები გავაღე და ოთახში შევედი.
ოთახიც ისეთივე ძველებური სტილის იყო როგორიც სასახლე.ოთახის შუაგულში, სავარძელში ალბათ ნიკოლასი იჯდა ოღონთ მის სახეს ვერ ვხედავდი რადგან ფარდები ჩამოფარებული იყო და შუქი ოთახში ვერ აღწევდა.
-გამარჯობა ქეით.-სასიამოვნო ხმით მომესალმა და მაშინვე ფარდები გადაიწია, ოთახი განათდა და მისი სახის დანახვა შევძელი; მას ჰქონდა მონაცრისფრო თვალები, ოდნავ ხუთჭუჭა, მუქი ქერა, მოკლე თმები და ოდნავ ცბიერი მაგრამ მომხიბვლელი ღიმილი.
-გამარჯობა სერ ნიკოლას-თავაზიანად ვუპასუხე და თავი დავუკარი.
-არ არის საჭირო ეგრე მომართვა, უბრალოდ ნიკოლასი დამიძახე.
-კარგი.
-მობრძანდი-მის პირდაპირ მდგარ სავარძელზე მიმითითა. მეც უხმოდ მივედი და ჩამოვჯექი.
-ალბათ გაინტერესებს აქ რატომ ხარ,ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვარ მე და საერთოდ რა ხდება. მართალი ვარ?
-თქვენც შეგიძლიათ ჩემი აზრების კითხვა?
-ჯეიმსი უკვე შეძვრა შენს ტვინში?
-თან არაერთხელ...-ვუპასუხე და გამეღიმა.
-ყველაფერს მოგიყვები,-ჩაახველა და მოყოლა დაიწყო-ყველაფერი დაიწყო ჩემგან, 300წლის წინ; მე გავხდი პირველი გამანადგურებელი, მე ვიბრძოდი სიკეთის მხარეს. ჩვენს გარდა,ჩვენს კლანში გამანადგურებლები აღარ დარჩნენ რადგან ისინი საუკუნუს ბრძოლას ემსხვერპლეს,მაგრამ ყველა ვისაც ვებრძოდი; ვამპირები, მაქციები, ზომბები, ტროლები, მუტანტები, ბოროტი ჯადოქრები და რაღაც გაურკვეველი შავი არსებები რომლებსაც ჩვენ ავ სულებს ვუწოდებთ, ყველანი ერთ ადგილას გამოვამწყვდიე, მაგრამ ისინი კიდევ დარჩნენ ამ სამყაროში და ჩვენი მოვალეობაა ისინი დავხოცოთ. ჩვენ ყველას გვაქვს ძლიერი ძალა მაგრამ შენ, შენ უძლიერესი ხარ რადგან ყოველ 100 წელიწადში ერთხელ იბადება გამანადგურებელი უძლიერესი ძალით, მაგრამ ვერცერთი ვერ გადარჩა... მაგრამ შენ ხან ძალზე ძლიერი, ისევე როგორიც მე და შეიძლება უფრო მეტადაც, და მაგიტომ შენი ხელში ჩაგდება  იმ არსებების მეთაურს უნდა რადგან  შენ გასაღები ხარ და თუ ვერ დაგიცავთ ის ჩაგიგდებს ხელში და გახსნის იმ კარიბჭეს რის მიღმაც ისინი არიან დამარხულები, ამიტომაც უსაფრთხოდ უნდა იყო, ჯეიმსი ჩემი დავალებით გითვალთვალებდა და კიდევ აქედან ვინმეს თანხლების გარეშე ვერ გაგიშვებ, სანამ შენი ძალის გამოყენებას არ ისწავლი.ყველაფერი გასაგებია?
-დიახ, ისე შეიძლება გკითხოთ რამდენი წლის ხართ?
-320 და ეხლა შეგიძია წახვიდე.
-კარგი-ავდექი და კარისაკენ წავედი- ნახვამდს, ნიკოლას-დავემშვიდობე და მის ღიმილს მოვკარი თვალი.
  რომ გამოვედი ყველა იქ იდგა ჯერემის გარდა.
-ჯერემი სად არის?
-შენი ნივთების მოსატანად წავიდა რადგან გავიგეთ რომ აქ იქნები სანამ შენი ძალის გამოყენებას არ ისწავლი-მშვიდად მიპასუხა ალექსიამ.
-წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ-ჯეიმსმა ხელი მომკიდა და კიბეებზე ნელა დავეშვით. მაგრამ სანამ ჩავიდოდით ალექსიას ტუჩების მოძრაობით მოვხვდი მის ნათქვამს; "ვიღაცას უყვარხარ".
   დერეფანში ჯერემი შეგვხვდა, ორი დიდი ჩემოდანი და ერთი ჩანთა მოჰქონდა.
-შენი ნივთები მოგიტანე, ისე რომ იცოდე შენი და კვლავ ტელეფონზე ლაპარაკობდა.
-მადლობა-ჩემოდნები ჩამოვართვი ხოლო მე კი ჯეიმსმა ჩამომართვა.
პირველ კიბეებზე ავედით, ჯეიმსმა პირველივე კარი გააღო და მითხრა;
-აი შენი ოთახი,-ოთახი ზუსტად ისეთი იყო როგორიც ქალაქში მქონდა.-სპეციალურად შენთვის არის განკუთვნილი.ეხლა დაგტოვებ, მოეწყვე, თუ რამე დაგჭირდება აქვე ვარ შენს გვერდითა ოთახში.-გამიღიმა და ოთხიდნ გავიდა.
კარები მივხურე და ჩემოდნების ამოლაგება დავიწყე, თანაც ალექსიას ნათქვამი მიტრიალებდა თავში. როდესაც ყველაფერს მოვრჩი და საათს დავხედე უკვე 23:05 იყო. როგორც ყოველთვის ისე მოვემზადე დასაძინებლად.  როდესაც დავწექი თავს უამრავი ფიქრი მეხვეოდა:ვფიქრობდი ალექსიას ნათქვამზე, ვფრიქრობდი ჩემს დაზე და თუ როგორ შეიცვალა ჩემი ჩხოვრება ერთ დღეში. ამ ფიქრებში ჩამეძინა. ყოველ ღამე ვხედავდი სიზმარს მაგრამ ამჯერად ყველაფერი რელობას გავდა;
    მდელოზე ვიყავი, ჩემს წინ უზარმაზარი კარიბჭე იდგა, ხოლო კარიბჭის მიღმა ათასი საშინელი არსება იყო.
-გააღე თორემ იგი მოკვდება-ვიღაცის სასტიკი ხმა მომესმა. გავიხედე და დავინახე რომ ვიღაცა ადამას რომელსიც შავ მოსასხამში და თეთრ ნიღაბში იყო გამოწყობილი, ჯეიმსისთვს ზურგსუკან ხელები შეეკრა და დანა მის ყელთან მიეტანა და ადვილად შეეძლო მისთვის ყელი გამოეჭრა.-მიდი ხომ არ გინდა რომ იგი მოკვდეს?-ჯეიმსმა თავი გააქნია იგი მზად იყო მოკვდარიყო ოღონდაც მე კარიბჭე არ გამეღო მაგრამ მე ავტომატიურად ვმოძრაობდი, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი; კარიბჭისკენ მივტრიალდი, ხელები გავშალე , ჩემი მკერდიდან ნათება გამოვიდა და კარიბჭე გაიღო. უეცრად ისინი გამოვარდნენ გარეთ და უცბათ ჩამობნელდა. ჯეიმსისკენ გავიხედე და დავინახე თუ როგორ გაუყარა ზურგში დანა იმ ადამიანმა. მაშინვე მისკენ გავიქეცი, ჯეიმსს რომ მივუახლოვდი იგი ძლივსს სუნთქავდა. ხელი მოვკიდე;
-გთხოვ არ მოკვდე, გთხოვ...
-ბოდიში რომ ვერ დაგიცავი-ჩახლეჩილი ხმით მითხრა ჯეიმსმა და თვალები დახუჭა.
  ყვირილით გამეღვიძა. 10 წამიც არ გასულა ჩემი დაკივლებისაგან რომ ოთახში ჯეიმსი შემოვარდა, ჩვეულებრივ ნაცრისფერ პიჟამაზე თეთრი ხალათი მოეცვა. ჩემს გვერდით ჩამოჯდა და მკითხა თუ რა მოხდა, მეც მოვუყევი ჩემი სიზმარი. მოყოლას რომ მოვრჩი მან გამიღმა, მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:
- ნუ გეშინია მე ხომ ცოცხალი ვარ და კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ და არცერთი ჩვენგანი არ მოკვდება, გპირდები. ეხლა ჯობია დაიძინო, ღამის 3 საათია.-ჩაიცინა და ხელები გამიშვა.-ღამემშვიდობისა-ოთახიდან გავიდა.
მეც თავი დავდე და მაშნვე დამეძინა.

კატეგორია: მოთხრობები | დაამატა: უსაზღვრო
ნანახია: 1551 | რამოტვირთვები: 157 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar