გონება იდუმალებით მოცული მატრიცაა, როდესაც მასთან ექსპერიმენტებს იწყებ, აღმოაჩენ, რომ სიურპრიზებითა და უამრავი ახალი ინფორმაციით სავსე ჰაკერობის მსგავს ნიუანსებს შეიცავს. მასში ქექვა ერთგვარი ექსტრიმია და რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, ახალ-ახალი აღმოჩენები საკუთარი სულის სიღრმეებში მოგზაურობას უფრო და უფრო საინტერესოს ხდის
ეს ოლივერ ემბერტონის ტესტია, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ, გაითვალისწინეთ, რომ აქ არ არის მცდარი და სწორი პასუხები. არ იჩქაროთ და ყველა დეტალი ბოლომდე კარგად გაიაზრეთ. ნუ წაიკითხავთ ყველაფერს მიყოლებით, ჯერ ერთი პუნქტი წაიკითხეთ, პასუხები ჩაინიშნეთ და მერე გადადით შემდეგ პუნქტზე
მაშ ასე, ვიღებთ ფურცელს და კალამს და ვიწყებთ:
დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ უზარმაზარი უდაბნო და ამ უსასრულოდ გადაჭიმულ ოქროსფერ ქვიშაში კუბი. აღწერეთ ეს კუბი: რამხელაა, რა ნივთიერებისგან გაკეთებული და სად არის მოთავსებული.
როცა ყველაფერს ჩაინიშნავთ, შემდეგ წარმოიდგინეთ კიბე. სად არის ის? უდაბნოში? კუბთან ახლოს? თუ შორს? რა მიმართებაშია კუბთან? რამხელაა? რა ფერისაა? აღწერეთ რაც შეიძლება მეტი დეტალი.
მერე უკვე ცხენი უნდა ჩართოთ პროცესში. აღწერეთ ის. სად არის, რას აკეთებს. მოძრაობს თუ უბრალოდ დგას? თუ მოძრაობს საითკენ მიდის? რას გრძნობთ? რა ენერგია იღვიძებს თქვენში?
დგება ყვავილების ჯერი. როგორები არიან, რამდენი, როგორი სუნი აქვთ, თუ სულ არ აქვთ სუნი.. ჩასვით იმ სცენაში, რომელშიც ხართ, ქვიშასთან, კუბთან, კიბესთან, ცხენთან მიმართებაში
და ბოლო ამოცანაა აღწეროთ შტორმი, რომელიც უეცრად უდაბნოში დაიწყო. როგორია? რა მიმართულებით ქრის? გცილდებათ თუ მოდის? შორს არის, თუ გიახლოვდებათ? თუ უკვე აქ არის? ვის აზიანებს პირველ რიგში (კუბი, ცხენი, კიბე, ყვავილები)? ვის ვერ ეხება? რას გრძნობთ?
ახლა კი ჭეშმარიტების მომენტი!
1. კუბი თქვენ ხართ. მისი ზომა თქვენი ეგოა, მისი მდებარეობით შეგიძლიათ იმსჯელოთ, თუ რამდენად მყარად დგახართ მიწაზე, ნივთიერება კი თქვენი გულღიაობის ინდიკატორია. ,,როდესაც ცარიელ აბსტრაქტულ ფიგურას გთავაზობენ წარმოსადგენად, ის აუცილებლად აირეკლავს თქვენს იდენტობას“ წერს ემბერტონი.
2. კიბე თქვენი უახლოესი გარემოცვაა, მეგობრები თანამოაზრეები, ახლობლები. შორს არიან თქვენი ეგოსგან ისინი თუ ახლოს? დეტალები სწორედ მათთან ურთიერთობას აღწერს.
3. ცხენი პარტნიორია. მისი ტიპაჟი ბევრს გეტყვით თქვენს იდეალურ პარტნიორზე. ზოგი მყარ, მშრომელ ცხენს ხედავს, ზოგიც კიდევ პეგასს. მისი კუბთან მიმართებაც თქვენს დამოკიდებულებას ამჟღავნებს პარტნიორის მიმართ. შორს არის, ახლოს, მოდის თქვენკენ, გარბის ეს თქვენი და თქვენი პარტნიორის ამჟამინდელ ურთიერთობას აღწერს.
4. ყვავილები ბავშვებია. მათი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენი შვილის ყოლა გნებავთ, აღწერილი დეტალებით შეგიძლიათ იმსჯელოთ, თუ როგორ წარმოგიდგენიათ მათი მომავალი, ხოლო მდებარეობა თქვენი და თქვენი შვილების ურთიერთობას აღწერს.
5. და ბოლოს შტორმი არის შიშები, საფრთხე. ის თქვენს ახლანდელ მდგომარეობას აღწერს და ზოგადად მის დამოკიდებულებებს სახიფათო სიტუაციებთან, რისკთან. ზოგი შორს ჰორიზონტზე ხედავს მის მოახლოებას, ზოგთან უკვე ჩავლილია. ზოგიერთი შუაგულ შტორმშიც წარმოიდგენენ თავს, ირგვლივ ყველაფერი თავდაყირა დგას, კიბეც, კუბიც, ყვავილებიც, ცხენიც ჰაერში ჰყავს სტიქიას ატაცებული. ეს ძირითადად იმ ხალხს ემართება, ვისაც საკმაოდ ტრავმული პერიოდი აქვთ ცხოვრებაში, ან დიდი ცვლილებები გაურკვეველი მომავლით.
|