[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » ეს საინტერესოა » ფაქტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
2015-04-04, 8:16 PM

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-AB. იგი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების აფხაზეთის და სამეგრელოს (ნაწილობრივ) ტერიტორიას. 1992-93 წლების კონფლიქტამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედიოდა შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები.აფხაზეთის ტერიტორია 1864 წელს ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ, რომელმაც გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და მას სოხუმის ოკრუგი უწოდა. 1918-21 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლის 4 მარტს შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (სსრ), რომელიც სამოკავშირეო ხელშეკრულებით დაუკავშირდა საქართველოს სსრ–ს. 1931 წელს იგი გარდაიქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად ასსრ–ს სტატუსით.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეწოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ ფაქტობრივად ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იმართება სეპარატისტული რეჟიმის მიერ. 2006 წლის ანგარიშგებაში საქართველოს პარლამენტის წინაშე ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდგომ პირველად მიეცა ობიექტური შეფასება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991-1992 წლებიდან მომდინარე კონფლიქტს. სააკაშვილის ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ „არავითარი ეთნიკური კონფლიქტები საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არ აქვს, არამედ მიმდინარეობს "ტერიტორიული კონფლიქტი პოსტიმპერიული ტერიტორიების დანაწილებისათვის"“. სააკაშვილის ეს განცხადება სავსებით და სრულად ეთანხმება დევნილი ეროვნული ხელისუფლების მოსაზრებებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში კონფლიქტების არსის შესახებ. სააკაშვილის ეს სახელმწიფო პოლიტიკის დონის განცხადება ამავე დროს ამხელს 1991-1992 წლებიდან ქართველი და უცხოელი ანტიქართული, პროიმპერიული „პოლიტოლოგების“ მიერ ფართოდ დამკვიდრებულ დეზინფორმაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მომხდარი კონფლიქტების შესახებ - რომ თითქოს ეს იყო ეთნიკური კონფლიქტები, რომლის საფუძველი გახდა „ქართული ნაციონალიზმი და ფაშიზმი“. მხილება განსაკუთრებით ეხება პროიმპერიულ „დისიდენტ“ სახაროვს - რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის ზონების რუსეთის მიერ ანექსიას თეორიული საფუძველი ჩაუყარა ცნებისა და ტერმინის „საქართველო - მცირე იმპერია“ შემოღებითა და საერთაშორისო მასშტაბით დანერგვით. პრეზიდენტ მ. სააკაშვილის შეფასებით "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები - ეთნოკონფლიქტები არ არის. მე ვკრძალავ ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორებიცაა "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი" ან "ქართულ-ოსური კონფლიქტი", რადგან ეს ტერიტორიული კონფლიქტებია, რომლებიც პოსტიმპერიული სივრცის ტერიტორიების გაყოფასთანაა დაკავშირებული"...

კატეგორია: ფაქტები | დაამატა: Energy
ნანახია: 1706 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar