[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » ეს საინტერესოა » ფაქტები

ბათუმი
2015-02-17, 7:19 PM

(საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757 დადგენილებით გათვალისწინებული საზღვრებით) ბათუმი — თვითმმართველი ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა 125,8 ათასი (2011 წ.)

 



ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).

 

 

ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.

 

 

კატეგორია: ფაქტები | დაამატა: Energy
ნანახია: 1419 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar