[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » ეს საინტერესოა » ფაქტები

საქართველოში სიცოცხლისთვის საშიში ქათმები იყიდება (10 სურათი - 2 ვიდეო)
2015-03-29, 8:17 PM

ქართულ ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში ქათმი იყიდება. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გია ბურჯანაძე საუბრობს. იმპორტირებული ქათმის გარკვეული სახეობა განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს მამაკაცებზე, რადგან გაყინული ქათმები ჰორმონებზეა გაზრდილი. ქათამი გაჯერებულია 6 ქალური ჰორმონით, მათ შორის, პროგესტერონით. ამიტომაც, თუ მამაკაცი ასე გაჯერებულ ქათამს მიირთმევს, მას ბუნებრივად დაეცემა ტესტოსტერონი იმ ზღვრამდე, რომლიდანაც აღდგენა შემდეგ შეუძლებელია. გია ბურჯანაძე, „ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე“: – პროდუქტი, რომელიც საქართველოში შემოდის, ეს არის ევროპის ქვეყნების მიერ დაბლოკილი პროდუქტი. როცა ქათამი 10 დღეში 2 კილომდე იზრდება, გარწმუნებთ, ეს არ არის ბუნებრივი პროცესი. ცხადია, ასეთი ქათმის გასუქება ხდება ხელოვნურად, სპეციალური ჰორმონების საშუალებით, რომელიც მავნედ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ეს არის იმის მიზეზი, რომ ასეთი პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე ვერ ხვდება. სამწუხაროდ, იმას, რაც სხვა ქვეყნებში აკრძალულია უხარისხობის გამო, ჩვენთან ძალიან დიდი გასაღება აქვს. საქართველოს გარდა, ასეთი პროდუქცია შედის ინდოეთსა და აფრიკის გარკვეულ ქვეყნებში. არანაირი საკანონმდებლო რეგულაცია ამ კუთხით არ არსებობს. პრობლემაა მომხმარებლების თვითშეგნების დონეც. საზოგადოება თვითონ ვერ აცნობიერებს ამ პრობლემას. ქათმებს, რომელიც აქ 8 და 10 ლარად იყიდება, რეალურად მწარმოებელ ქვეყანაში, სულ რაღაც, 50 ცენტად ყიდულობენ. საქართველოში შემოტანილი იყო ქათმის ვადაგასული პროდუქტები, რომელიც საქართველოში იცვლიდა შეფუთვას და რეალიზდებოდა, როგორც ხანგრძლივვადიანი. გადავსებულია ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებით საავადმყოფოები. – ანუ ასეთ პროდუქტებს ისეთი დაავადების გამოწვევაც შეუძლია, როგორიც სიმსივნეა? – რა თქმა უნდა, შეუძლია. ეს ქიმიური ნივთიერებები იმდენად საშიშია, რომ ასეთ მძიმე დაავადებებსაც კი იწვევს. იმპორტიორს სულ არ აინტერესებს, ერთ კვირაში გაზრდილი ქათმით მოწამლავს თუ არა მომხმარებელს, მაგრამ სახელმწიფომ ხომ მაინც უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე?! არც ერთი მაღალჩინოსანი თავის ოჯახში არ შეიტანს იმას, რასაც რიგით მოქალაქეებს გვაჭმევენ. მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესოა, რომ ფრინველის ხორცის ქართულ ბაზარზე გაყინულ ქათამს 23,9% უკავია, რაც შეეხება ნედლ წიწილს, მის წილად მხოლოდ 2,5% მოდის. აღნიშნულის შესახებ მარკეტინგული კვლებების სააგენტო GAMMA-ს კვლევაშია ნათქვამი. რაც შეეხება ქათმის პროდუქტებს, მათი მოცულობა მთლიან რეალიზაციაში 70,9%-ით განისაზღვრა. კატეგორიების მიხედვით – 58,8% (ბაზრის ნახევარზე მეტი) ქათმის ბარკალს უჭირავს, ქათმის ღვიძლის წილი 6,3%-ით შემოიფარგლა, კუჭის – 3%-ით, ხოლო ფილესი – 2,8%-ით. ფრინველისგან დამზადებულ ნახევარფაბრიკატებს მთლიან რეალიზაციაში მხოლოდ 2,8% ერგო, აქედან კოტლეტსა და სტეიკზე 1% მოდის, ქათმის სოსისზე – 0,7%, ხოლო ჩხირებზე – 0,6%. ზურაბ უჩუმბეგაშვილი, საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი: „ქათმის პროდუქცია მნიშვნელოვანი სეგმენტია ქართულ ბაზარზე. ჩვენი პროდუქციის ყველაზე მთავარი უპირატესობაა წარმოების პროცესში გამოყენებული ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული. ჩვენი ქათმები ყოველთვის ახალი და ჯანსაღია მომხარებლებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობით, ქართველი მეწარმეები დაუცველ მდგომარეობაში არიან, მათ არ ექცევათ სათანადო ყურადღება. მთავრობას „სძინავს“. საჭიროა უახლოეს მომავალში მივიღოთ კანონი „საზღვრის დაცვის ღონისძიების შესახებ“, რომელიც ჯეროვნად მოახდენს ადგილობრივი მწარმოებლების წახალისებასა და მხარდაჭერას. ამასთანავე, ამ პირობებში ექსპორტზე ფიქრიც კი სასაცილოა, რაც შეეხება იმპორტს – ქათმის მწარმოებელი თითქმის ყველა ქვეყნის კომპანიაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, ესენია – ბრაზილია, უკრაინა, ამერიკა, თურქეთი, საფრანგეთი და ა.შ.“

 

 

 

გაყინული ქათამი, ბარკლები, ფილე, გულ-ღვიძლი და ა.შ-რამდენად საშიშია საკვები რომელიც მომხმარებელში ძალიან პოპულარულია. როგორც გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში სურსათის უვნებლობის საკითხებში ექსპერტი ეთერ სარჯველძე აცხადებს, ეს პროდუქტი მუდმივი მიღების შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება. როგორც ექსპერტი ამბობს, მაშინ როდესაც ქათამს გაზრდისთვის 2 წელი სჭირდება, გაყინულ ქათამს 3 თვეში „ზრდიან“ და ამისათვის „ქალის ჰორომენს“ იყენებენ, რამაც შესაძლოა ქალებში სიმსუქნე, მამაკცებში კი წონის მატებასთან ერთად უშვილობაც გამოიწვიოს. „ქალის ჰორმონებს ქათმებს საკვებთან ერთად აწვდიან.სპეციალურ კომბინირებულ საკვებს ამზადებენ, რომელშიც ეს ჰორმონებია შეყვანილი.კრუხობისას კი, როცა წიწილებს ჩეკავს კრუხის ორგანიზმში ინექციის გზით გარკვეული დოზა შეჰყავთ...ქალებში სიმსუქნეს იწვევს, მაგრამ კაცისთვის უფრო საშიშია, ვინაიდან ჰორმონალურ დიფუნქციას, სიმსუქნეს და ნაყოფიერების დაქვეითებას იწვევს. პოტენციის დაქვეითებასთან იმდენად არაა კავშირში, რამდენადაც უშვილობასთან“ განაცხადა ეთერ სარჯველაძემ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

ახლა კი დაპირებული 2 ცალი ვიდეო:

 

კატეგორია: ფაქტები | დაამატა: Energy
ნანახია: 2219 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar