მთავარი » ფაილები » ეს საინტერესოა » ფაქტები |
2015-01-31, 8:14 PM | |
გეიზერი არის ცხელი, მაღალი შადრევანი, რომელიც ვულკანების ახლოს მიწის ქვეშ წყლები თბება და პერიოდულად ზედაპირზე ცხელი წყლისა და ორთქლის შადრევნის სახით ამოიფრქვევა. ასეთ ცხელ წყაროს გეიზერი ჰქვია. გეიზერების სიუხვით გამოირჩევა ისლანდია და კამჩატკის ნახევარკუნძული. დედამიწაზე არსებობს 5 დიდი გეოთერმალური რაიონი, ოთხი მათგანი მდებარეობს ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, აშშ-ში და კამჩატკაზე (რუსეთი), მეხუთე კი ანდების მთებშია მიმალული, 4320 მეტრის სიმაღლეზე ჩილესა და ბოლივიის საზღვარზე. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე გეიზერების ველი ელ ტიტიო (El Tatio). დაახლოებით 80 გეიზერი დედამიწის წიაღიდან მდუღარე წყალს აფრქვევს, ნაკადის სიმაღლე 75 სანტიმეტრიდან 6-7 მეტრამდე აღწევს. გეიზერების მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდად დილა ითვლება.იმ დროს როდესაც ჰაერის ტემპერატურა 0-ს აღწევს ყოველ გეიზერს გარს ორთქლია ნიმბი ეკვრება. გარდა ამისა ამოფრქვევა გათენებასთან ერთად იწყება და დილის 9 საათისთვის წყდება.სიტყვა გეიზერი ისლანდიური სიტყვა «geysa»-გან წარმოსდგება. მსოფლიოში პირველი დოკუმენტურად დადასტურებული გეიზერი, გეისირი(Geysir) 1294 წელს აღმოაჩინეს.სწორედ მან დაუდო სათავე მსოფლიოში ყველა გეიზერის სახელწოდებას. გეიზერი მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჰაუკადურის ველზე, რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს "მდუღარე წყაროების ბაღს".
| |
ნანახია: 2509 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |