[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » ეს საინტერესოა » ფაქტები

ლიფუ
2015-04-06, 6:33 PM

ლიფუ ყველაზე დიდი კუნძული ლუაიოტეს კუნძულების ჯგუფში წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ახალ კალედონიას. ადმინისტრაციულად შედის ლუაიოტეს პროვინციის ლიფუს კომუნის შემადგენლობაში. ძველად ლიფუ იყო მარჯნული ატოლი, რომელიც წყალში ჩაძირული ვულკანის ნაწილია. დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ კუნძულის ზედაპირი აიწია დღეისათვის არსებულ დონეზე. კუნძულს აქვს არასწორი ფორმა. ლიფუს სიგრძე შეადგენს დაახლოებით 81 კმ-ია, სიგანე მერყეობს 16-დან 24 კმ-მდე. კუნძულის ზედაპირი სწორია, ლიფუზე არ არსებობს მთები და მდინარეები. ლიფუს ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს პლატოს, რომელიც დაფარულია ხშირი მცენარეულობით. კუნძულის სამხრეთ ნაწილში გამოქვაბულების დიდი რაოდენობა მდებარეობს.

 

ლიფუს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს სანტალის უბე, რომელსაც სახელი დაერქვა კუნძულზე სანტალით (ლათ. Santalum) მოვაჭრეების პატივსაცემად. ლიფუს კუნძული 1827 წელს აღმოაჩინა ფრანგმა მოგზაურმა ჟიულ-სეზარ სებასტიენ დიუმონ-დიურვილმა. შემდგომში კუნძულზე გამოჩნდნენ კათოლიკე და პროტესტანტი მისიონერები. XIX წელს ლიფუზე ყვაოდა სანტალით ვაჭრობა და მონათა ვაჭრობა. 1864 წელს კუნძული ანექსირებული იქნა საფრანგეთის მიერ. კუნძულის ძირითადი დასახლებული პუნქტია სოფელი ვე (We), ლიფუს კომუნის ადმინისტრაციული და კომერციული ცენტრი. 2009 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 8627 ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ სამ ტომობრივ რაიონში: ვეტრი (Wetr), ლოსი (Lösi) და გაიტჩა (Gaïça). ადგილობრივი მოსახლეობის მკვიდრი ენაა — დეჰუ. ტურიზმი — ლიჰუს კუნძულის ინდუსტრიის მთავარი დარგია. ძირითადი საექსპორტო საქონელია: კოპრა, ვანილი, შაქრის ლერწამი, კაუჩუკი.

კატეგორია: ფაქტები | დაამატა: Energy
ნანახია: 1045 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar