| მთავარი » ფაილები » ეს საინტერესოა » ფაქტები |
შავნაბადა (თელეთის ქედი)
| 2015-04-06, 6:14 PM | |
შავნაბადა მთა და ჩამქრალი ვულკანია თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, თელეთის ქედზე. სიმაღლე 770 მ. მწვერვალი თბილისიდან 30 კმ-ში მდებარეობს. დენუდაციით პრეპარირებული ვულკანური კონუსია. აგებულია ეოცენური ვულკანოგენური დანალექებით. მთის წვერი შემოსილია ნატყეური მდელოს ბალახეულით, კალთები - ჯაგეკლიანებით. შავნაბადის მთაზე დგას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი.
| |
| ნანახია: 1455 | რამოტვირთვები: 0 | | |
| სულ კომენტარები: 0 | |
