[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » ეს საინტერესოა » გეოგრაფია

მისტრალი
2015-01-29, 7:48 PM

მისტრალი ცივი და მშრალი ჩრდილოეთ-დასავლეთის ქარი, რომელიც უმეტესად ქრის სევენიდან რონის ხეობის გავლით ხმელთაშუაზღვის სანაპიროსკენ საფრანგეთში. რამდენიმე დღის განმავლობაში მისტრალი ქრის უწყვეტლივ და აღწევს ძალიან დიდ სიჩქარეს, დაახლოებით 100 კმ/სთ-მდე. ქრის 2-3 კმ სიმაღლემდე. მეტად ძლიერი და ძირითადად ზამთრის თვეებისთვის დამახასიათებელი ქარია, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ზოგჯერ იმდენად ძლიერად ქრის, რომ ფესვებიანად გლიჯავს ხეებს. კატაბიტიკური ქარის ნაირსახეობაა. ლაჟვარდოვანი ნაპირის აღმოსავლეთით მისი გავლენა შესუსტებულია. მისტრალი წარმოიქმება ატლანტური ანტიციკლონისა და ჩრდილოეთი ზღვის ციკლონის კონტაქტის შედეგად.

 

კატეგორია: გეოგრაფია | დაამატა: Energy | ტეგები: მისტრალი, ქარი
ნანახია: 897 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
1 ცანცარა • 7:53 PM, 2015-01-29
გლდანში ამაზე უარესები იცის biggrin happy biggrin happy
omForm">
avatar