
ცხელი კივის კოქტეილი საუკეთესო ნარევი სითხეა, რომელიც ზამთრის ცივ დღეებში ადამიანს ათბობს, თქვენ ამ სასმელის საშუალებით -200c -ზეც კი ვერ შეიგრძნობთ სიცივეს. მოამზადეთ ახლავე. მანამდე კი მოდი გავეცნოთ მომზადებისათვის საჭირო მასალებს :)
საჭირო მასალები:
- 4 ან 5 კივი.
- ბლენდერი, ან წვენსაწური
- 1 ცალი ლიმონი
- 6 სუფრის კოვზი წყალი
- 2 სუფრის კოვზი არაყი
- 2 სუფრის კოვზი სოდა
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
მომზადების წესი:
- 4-5 კივი გაფრცქვენით დანით, ჩააგდეთ ბლენდერში ან წვენსაწურში, და დააბლენდერეთ.
- დაბლენდერებულ კივის წვენს დაამატეთ 1 ცალი ლიმონის წვენი.
- დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ნებისმიერი არაყი, და განარგძეთ დაბლენდერება.
- შემდეგ დაამატეთ 2 სუფრის კოვზი სოდა და 1 სუფრის კოვზი შაქარი.
- დაამატეთ 6 სუფრის კოვზი წყალი.
- განაგრძეთ დაბლენდერება (გამოწურვა).
- მიღებული სითხე ჩაასხით რკინის ჭურჭელში, და ცეცხლზე გააცხელეთ იმ ტემპერატურაზე, რომელზეც ჩაის ან ყავას (რძეს) სვავთ.
- მიირთვით ცხელი, რამდენიმე წუთში, თქვენ საერთოდ ვეღარ შეიგრძნობთ სიცივეს.

|