მთავარი » ფაილები » ობიექტები თბილისში |
2015-02-27, 6:53 PM | |
თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ყველაზე ეგზოტიკური და სიცოცხლით აღსავსე პარკია, რომლის ბინადართა რაოდენობა დღითი დღე იზრდება და დამთვალიერებლებსაც უფრო მეტ სანახაობებსა და მომსახურებას სთავაზობს. თბილისის ზოოპარკში ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოყვანილ ცხოველთა 300-მდე სახეობა და მორფა შეგიძლიათ მოინახულოთ. მათ შორის: თეთრი მარტორქები, თეთრი ვეფხვები, თეთრი ლომები, უსურიული ვეფხვი, გარეული აფრიკული ძაღლები და სხვა,რომელებიც მსოფლიოს ერთ-ერთ უიშვიათეს სახეობებს წარმოადგენენ და ველურ ბუნებაში მცირე რაოდენობითღა არიან. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ეგზოტარიუმსაც, სადაც ქვეწარმავალთა და ზღვის ულამაზეს ბინადართა მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებაა. სამუშაო საათები: 1 მაისიდან - 1 ოქტომბრამდე 09:00 სთ- დან 21:00 სთ-მდე 1 ოქტომბრიდან - 1 მაისამდე 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე თბილისის ზოოპარკი მუშაობს ყოველ დღე, უქმე დღეების ჩათვლით. შემოსვლის საფასური 3 - წლამდე ვიზიტორებისათვის შემოსვლა უფასოა. 3 - დან 12 - წლამდე - 1 ლ. 12 - დან ზევით - 2 ლ. ტარიფები იგივეა ეგზოტარიუმისთვისაც. სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელთათვის შესვლა უფასოა (აუცილებელია შესაბამისი ბარათის წარმოდგენა). ზოოპარკის ტერიტორიაზე ქცევის წესები:
მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ., 64 ტელეფონი: +995 32 2 21 30 80 ფაქსი: +995 32 2 21 30 50 ვებ-გვერდი: www.zoo.ge | |
ნანახია: 1581 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |