[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » წიგნები » მოთხრობები

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 6)
2015-03-31, 5:44 PM

ავტორი: ქეთი ზუკაკიშვილი

დასახელება: გამანადგურებელთა ისტორია - სასიკვდილო კარიბჭე (წიგნი 1)

თავი: 6

კონტაქტი ავტორთან: https://www.facebook.com/qeti.zukakishvili

 

როდესაც უკან მივიხედე არავინ არ მომდევდა. შევჩერდი. ჩემს წინ დიდი ხის კარები იყო. კარები შევაღე და ბიბლიოთეკა დამხვდა. უზარმაზარი მაღალჭერიანი ოთახის კედლების გასწვრივ თაროები იყო რომელზეც სხვადასხვა უცნაური და ჩვეულებრივი წიგნებიც იყო. ოთახის შუაგულში სავარძლები, მაგიდები და რბილი პუფებიც კი იყო.
    წიგნების თაროებს ჩავუარე და უეცრად ერთი წიგნი მომხვდა თვალში; წიგნი წითელი ფერისა იყო და აბლაბუდიანი. წიგნის გამოღება ვცადე მაგრამ ვერაფერი ვერ მოვუხერხე.მაგრამ როდესაც წიგნის ოქროსფერ ემბლემას თითი გადავუსვი, წიგნი გამოიწია, კედელი კარებივით გაიხსნა და ჩაბნელებული დერეფანი გამოჩნდა. დერეფანში შესვლისთანავე ჩირაღდნები აინთო და თეთრი მარლარილოს კედლები შევამჩნიე. კედელი დაიხურა და მე გზას გავუდექი. დერეფნის ბოლოს კარები იყო. მივაყურადე რადგან ამ სასახლეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ კარის იქით სიჩუმე იყო.კარები შევაღე და ოთახში შევედი.
   ოთახში შესვლისთანავე ისევე როგორც დერეფანში მაშინვე სანთლები აინთო. ოთახში საწერი მაგიდა და სავარძლები იდგა. უცნაური ურჩხულის დიდი ქანდაკება რომელიც მეომარს გავდა. თაროებზე დამტვერილი წიგნები ელაგა ხოლო ბუხრის თავზე კი დიდი საოჯახო პორტრეტი იყო, ჩერჩოზე ოქროსფერი ასოები შევამჩნიე; "ნიკოლასი, დენიელი და ლეა ჰიუჯენსები."   პორტრეტზე ნიკოლასი ყველაზე დიდი ჩანდა, ალბათ 18-19 წლის იქნებოდა.
   მაგიდაზე დამტვერილი დღიური შევნიშნე. დღიურის პირველ გვერძე "ნიკოლას ჰიუჯენსის დღიური" ეწერა. წაკითხვა დავაპირე მაგრამ უეცრად ქვის უჩხული გაცოცხლდა და დაიღრიალა; "ეს არ უნდა ნახო!", ხმალი მოიმარჯვა და ჩემკენ გამოიქცა. მე მარჯვედ გავაკეთე ორმაგი სალტო წინ და ურჩხულის გადავახტი მიუხედავად იმისა რომ იგი ჩემზე მაღალი იყო. ხმალი ავიღე რომელიც კედელზე იყო მიმაგრებული და შებრძოლებისთვის მოვემზადე. მე მის ხმალს ადვილად ვიგერიებდი. ჩემში ადრენალინის დონემ იმატა;
-მხოლოდ ეს ხარ? მეტი არ შეგიძლია?!-შევძახე და ბოროტად გავიღიმე. ჩემში რისხვა იყო და ნიკოლასის სიტყვები გამახსენდა:''ისწავლე შენი რისხვის კონტროლი", ყურადღება მოვიკრიბე და ქვის ურჩხული უკან გადავარდა და კედელს ისეთი ძალით მიენარცხა რომ გაითიშა.- ჰმმ... არც ისეთი ძლიერი ყოფილხარ.-მივმართე გათიშულ ურჩხულს, დრიური ავიღე, ხმალი მივაგდე და ოთახიდან გავედი.

 

***

   ახლად დაღამებული იყო. ჩემს ოთახში საწოლზე დავწექი და როდესაც დღიურის წაკითხვა დავაპირე რომ კარებზე კაკუნი გაისმა. დღიური ბალიშის ქვეშ დავმალე. ჩემს ოთახში ჯეიმსი შემოვიდა.
-ქეით, გავიგე შენი მშობლების ამბავი და მინდა გითხრა რომ მე შენი ძალიან კარგად მესმის.-ჯეიმსი ჩემს გვერძე ჩამოჯდა,- 4 წლის წინ როდესაც 15 წლის ვიყავი, მაგ ურჩხულებმა ჩემი მშობლებიც დახოცეს. ნიკოლასმა აქ მომიყვანა, შემდეგ კი ალექსია, ლუკასი, ჯერემი და რიჩარდი გავიცანი... უი მთავარი სათქმელი დამავიწყდა, ახლა შენი მშობლების გასაცილებელ საღამოზე უნდა დამეძახე. აქ ტრადიციების მიხედვით აცილებენ მიცვალებულებს; ეზოში კოცონს ანთებენ და ოჯახის წევრებმა გამოსამშვიდობებელი სიმღერა უნდა იმღეროს...  მოკლედ 10 წუთში უკანა ეზოში უნდა იყო.
-კარგი,-თავი დავუქნიე და ჯეიმსი ოთახიდან გავიდა.
    გარდერობიდან შავი კაბა რომელიც მუხლებამდე მწვდებოდა, ოქროსფერი სქელი ქამარი და ჩვეულებრივი ფეხსაცმელი გამოვიღე. უეცრად ჯეიმსის ნათქვამი გამახსენდა;'' ოჯახის წევრებმა გამოსამშვიდობებელი სიმღერა უნდა იმღეროს...  ". მახსოვს ყოველთვის როცა ცუდად ვიყავი დედა მეუბნებოდა რომ იგი მუდამ ჩემთან იქნებოდა და გამახსენდა ჩემი საყვარელი სიმღერა: "I'll stand by you" მიუხედავად იმისა რომ სიმღერა ძველი იყო მაინც საოცრად მომხიბლავი.
     როდესაც ეზოში ჩავედი ყველანი იქ იყვნენ. მე , რიჩარდი და ჯესი ეღად დავჯექით.
-პირველი ვინ იქნება?-ჯერემიმ მაგნიტაფონი მოიტანა.
-მე არა.-ჯესი გაქვავებული სახით იჯდა.
-იქნებ შენ იმღერო პირველმა ქეით?-რიჩარდს თვალები დაწითლებული ჰქონდა.
   რიჩარდს დავეთანხმე, და ჯერემის ვუთხარი სიმღერის სახელი და იმ სიმღერის მელოდია ჩართო. მეც სიმღერა დავიწყე;

ჯესი გაქვავებული სახით იჯდა ხოლო რიჩარდს თვალები ცრემლით ევსებოდა.

ჯერემის და ჯეიმსს თვალები და უხმოდ მოსდიოდათ ცრემლი.

ალექსიას,ლუკასს და ნიკოლას თვალები ცრემლებით ავსებიათ.

ყველას ცრემლი სდიოდა, რიჩარდი კი მწარედ აღვარვარებდა ცრემლებს.როდესაც სხვები სიმღერაში ამყვნენ მეც ვერ შევიკავე თავი და მეც წამომივიდა ცრემლი.

   როდესაც დავჯექი ყველა ცრემლებს იწმენდა ჯესის გარდა, რომელიც ისევ ისეთი გაქვავებული სახით იჯდა. ალექსია ჩემთან მოვიდა და მომეხვია;
-ძალიან ვწუხვარ,-გადმომიჩურჩულა-ჩვენც ვიცნობდით თქვენს მშობლებს, ძალიან კარგი მეომრები იყვნენ.-ხელი გამიშვა და თავის ადგილას დაჯდა.
-კიდევ ვინმეს ხომ არ სურს სიმღერა?- ნიკოლასისთვის პასუხი არავის არ გაუცია.
-თუ არავის არ უნდა სიმღერა მე წავალ. მეტს ვერ გადავიტან.-ჯესი ადგა და სასახლისკენ წავიდა.
- კიდევ ვინმეს ხომ არ უნდა სიმღერა?-ნიკოლასი გაიმართა და რიჩარდს შეხედა, რიჩარდმა უხმოდ გააქნია თავი.-კარგი მაშინ 20 წუთში სავახშმოდ მზად იყავით.
   ნიკოლასი ადგა და თითქმის ყველა გაჰყვა, კოცონთან მარტო მე და ჯეიმსი დავრჩით;
-როგორც ჩანს ჩაგვეშალა შეხვედრა.
-არაუშავს ერთი 10 წუთით თუ დარჩები არ ჩაიშლება-ჯეიმსი გვერდით მომიჯდა.
   ცატახანს ვისაუბრეთ და სასახლისკენ წავედით. ჯეიმსმა პირდაპირ სავახშმო დარბაზში წამიყვანა. წრიული ფორმის დარბაზს დიადი ლუსტრები ანათებდა, ოთახის შუაგულში კი სხვადასხვა კერძებით სავსე გრძელი მაგიდა. ყველა უკვე იქ იყვნენ. მე ალექსიას გვერით დავჯექი, ჩემი და კი ჯერემის გვერით იჯდა. როგორც ჩანს ჯერემიმ და ჯესიმ საერთ ენა იპოვეს რადგან მხიარულად და შეუჩერებლივ თან ლაპარაკობდნენ და თან ჭამდნენ,
-ესენი საერთოდ გაგიჟდნენ? აუ, ჩემს ძმას ეგღა აკლდა რა...-ალექსიამ გადმომიჩურჩულა და ამოიოხრა.
-აბა მე მიკთხე, როგორ ვიტან ჩემს დას...
-მე 65 წელი ვიტან ჯერემის,-წარბი ასწია ალექსიამ.
- შენ თვითონ რამდენი წლის ხარ?-ოდნავ გამიკვირდა ალექსიას ასაკი რადგან მაინც 18 წლის გოგოს გავდა.
-ეჰ მე ჯერემიზე მარტო 10 წლით ვარ დიდი, ლუკასი მაგალითად 90 წლისაა, ხოლო ჯეიმსი და რიჩარდი ახალბედები არიან-უეცრად ალექსიას თვალები დაუწვრილდა, შეტრიალდა,კრემიანი ნამცხვრის თეფში აიღო , ჯერემის თავი შემოატრიალა და პირდაპირ სახეში თხლიშა თეფში. ისევ მე შემომიტრიალდა და როცა ჩემი გაკვირვებული სახე დაინახა გაეღიმა, - ჯესის უთხრა რომ მე ღორივით ბევრს ვჭამ. უი, გემრიელად მიირთვი ჯერემი.-ღიმილით თმები აუჩეჩა ჯერემის რომელიც სახიდან კრემს იწმინდავდა.
  ვახშმის შემდეგ ყველანი ოთახებში გავიკრიბეთ. მე ოდნავ დაღლილმა ბალიშში თავი ჩავრგე და მაშინვე დამეძინა, ბოლობოლო ხვალე მარტო კი არა ჯესისთან ერთად მომიწევდა მეცადინეობა.

***

დილით ადრე ავდექი. ჯინსები, კედები და ოქროსფერი მაისური ჩავიცვი და სასაუზმოდ ჩავედი.  ოთახში მზის სხივები იღვრებოდა, ყველა კარგ განწყობაზე იყო ლუკასის გარდა რომელიც ხალათში იჯდა, თავით ცალ ხელზე ეყრდნობოდა და თვლემდა. ამჯერად ლუკასის გვერდით დავჯექი და ოდნავ შევანჯღრიე. ლუკასი მაშინვე გამოფხიზლდა და მე შემომხედა
-რა გჭირს ვერ დაიძინე?
-აბა მაშინ დაიძინე როცა ჯესი მუსიკას ბოლო ხმაზე უსმენს, თან მთელი ღამე!-ლუკასს თვალის უპეები ჩაშავებული ჰქონდა.
-ჰაჰ, მე როგორ ვუძლებდი მაშინ მას?- დამცინავად ვუპასუხე და ფორთოხლის წვენი დავისხი.
   ყველაფერი მშვენივრად იყო;  ნიკოლასი და ლუკასი ყავას სვამდნენ, ჯეიმსი და როჩარდი მათ საყვარელ სასმელს-ცხელ შოკოლადს, ალექსიას პირი საჭმლით ჰქონდა გამოტენილი, ჯესი და ჯერემი ხითხითებდნენ. ჯერემის ნათქვამი გავიგონე; "ხომ გეუბნებოდი", როგორც ჩანს ეს სიტყვები ალექსიამაც გაიგონა რადგან ჯერემის კეფაში სწვდა და პიურეს ჯამში ჩააყოფინა თავი. ყველაფერი მშვენივრად იყო.
   პირველი გაკვეთილი ალექსიასთან გვქონდა. მე დროზე მივედი მაგრამ ჯესი აგვიანებდა,
-სანამ ის მოვა ჩვენ წავივარჯიშოთ,-შემომთავაზა ალექსიამ. მეც დავეთანხმე.
  მშვენიერი და ეფექტური ბრძოლა გვქონდა. ერთ მომენტში მეგონა რომ ალექსია დამამარცხებდა მაგრამ მე განვაიარაღე. ალექსიამ თავი მოწონებით დამიქნია. კარები ფართოდ გაიღო და ჯესი შემოვიდა. ალექსიამ ხელი შუბლზე იტკიცა, ხოლო მე კი ყბა ჩამომივარდა; ჯესის მოკლე, ვარდისფერი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რომელთა ქუსლიც 15 სანტიმეტრი მაინც იქნებოდა.
-რახან გამანადგურებელი არ ხარ ამიტომ იარაღი არ აგირჩევს და ამით უნდა იბრძოლო,-ალექსიამ ჯესის ხმალი გადაუგდო.
-მე ამით არასოდეს არ ვიბრძოლებ!-ჯესის ხმალი ცერა და საჩვენებელი თითით ისე ეჭირა თითქოს რაღაც ამაზრზენი არსება იყო.
-ვითომ რატომ?-ალექსია ნელ-ნელა ღიზიანდებოდა.
-იმიტომ რომ ეს ხმალი არც ჩემს კაბას და არც ფეხსაცმელს არ უხდება-ჯესიმ ხმალი ძირს დააგდო
-ეხლა მე შენ გაჩვენებ "არ უხდება"-ს!-ალექსია ჯესისკენ გაექანა მაგრამ ჯესიც მაშინვე შეტრიალდა და ისიც გაიქცა. ალექსიაც გაეკიდა.
   სასახლეში სწრაფად დარბოდნენ. მე დავიღალე და ერთ-ერთი ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი. აქედან კარგათ ჩანდა ბაღი და პატარა ტბაც, აი გამწარებული ალექსია და ჯესიც გამოჩდნენ. ისე სასაცილოდ გამოიყურებოდნენ რომ სიცილი ვეღარ შევიკავე და სიცილი დავიწყე. ჯერემი ჩემს გვერდით ჩამოჯდა და მკითხა თუ ესე რატომ ვიცინოდი ასე, მე ცრემლები მოვიწმინდე და ბაღისკენ მივანიშნე.  ჯესი და ალექსია ტბაში ჩაცვივდნენ და იქ ჩხუბობდნენ. ჯერემი სიცილისგან ძირს იწვა მე კიდევ მუცელი ამტკივდა და ცრემლები კვლავ წამომივიდა. ასეთ ხმაურზე ნიკოლასიც მოვიდა;
-რა ხდება, რა ხმაურია?-ნიკოლასმა ფანჯარაში გაიხედა, თვალებზე ხელი აიფარა და ამოიოხრა,-გააშველეთ ეგ ორნი თორემ ან ერთმანეთს დაახრჩობენ ან მე დავახრჩობ!
    ჯერემი ავაყენე და ბაღისკენ ნელი წავედით. ბაღში როცა ჩავედით და ტბასთან მივირბინეთ ჯესიმ ისეთი ძალით ისროლა ალექსია რომ ხეს მიენარცხა. ჯესი კვლავ ვამპირი გახდა და საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, მან ჩვენ დაგვინახა და ჩვენკენ  გამოიქცა, თვალები სასტკად უელავდა ის ჩვენზე თავდასხმას აპირებდა...
  ჯესი უკვე თავდასხმას აპირებდა, მაგრამ ნიკოლასმა ჯესის კისერში ჩაავლო ხელი და უკან მოისროლა. ნიკოლასის ხელებზე ბასრი ბრჭყალები ჰქონდა ხოლო თვალები კი მთლიანად შავი. ჯერემიმ ეს რომ დაინახა ყვირილით შემომახტა ხელებში, ძროხასავით მძიმე იყო, ხელები გავუშვი და ძირს დავანარცხე. ნიკოლასი ჩვეულებრივ სახეს დაუბრუნდა;
-კარგათ ხართ?-ნიკოლასმა წაქცეული ჯერემი წამოაყენა
-ჩვენ გვეკითხები?! შენ თვითონ რა მოგივიდა?!-ლამის ისტერიკაში ჩავარდა ჯერემი.
"არ მჯერა რომ ეს ტიპი მამაცი მეომარია"-ცალი წარბი ავწიე და ჯერემის შევხედე.
-ეს ძალა ერთ-ერთი უიშვიათესი და უმძლავრესია მაგრამ გამანადგურებლები რომლებიც ამ ძალას ფლობენ იშვიათ შემთხვევაში იყენებენ.-ნიკოლასი კვლავ ძველებურად ლაპარაკობდა.
-ეს ძალა ჩვენს შორის მარტო შენ გაქვს?-ვკითხე ნიკოლასს როცა გათიშული ჯესისკენ წავედით,
-არა, მხოლოდ მე და შენ.
-არ მეგონა ასეთი მძლავრი ძალა თუ მქონდა.
-შენი ძალით შეგიძლია ისევე როგორც გაანადგურო, ასევე შექმნა მთელი გალაქტიკა.
   ჯესი და ალექსია გამოვაფხიზლეთ და სასახლეში წავიყვანეთ. გაწუწული ჯესი და ალექსია თავ-თავიანთ ოთახებში წავიდნენ. მე კიდევ კვლავ ბაღში გავედი რადგან ჯერემისთან ფრენის გაკვეთილი გვქონდა.
   სანამ ჯერემი ჯესის ფრენას ასწავლიდა მე თავისუფლად დავფრინავდი. ჯესის 2 მცდელობის მერე გამოუვიდა ნისლის მოხმობა ხოლო მასზე დადგომისთვის და აფრენისთვის 4. სანამ ჯერემი და ჯესი დაფრინავდნენ მე სასახლის უმაღლესი კოშკის სახურავზე დავეშვი და ჩამოვჯექი. აქედან კარგათ ჩანდა ტყე და ჩემი სახლი რომელიც აქდან სრულიად პაწაწინა ჩანდა. 10 წუთის მერე ისევ დავეშვი მიწაზე და სასახლეში შევედით.
   მე და ჯესი ამჯერად ისტორიის გაკვეთილზე უნდა წავსულიყავით.  ოთახში მეორე მერხიც იდგა ჯესისთვის. როდესაც ჩამოვჯექით ლუკასმა გაკვეთილის ახსნა დაიწყო;
-დღეს ჩვენ შევისწავლით ვამპირის აგებულებას; როგორ გავარჩიოთ ისინი ჩვეულებრივი ხალხისგან. ესეიგი...
-ლუკას არ ჯობია ვამპირის აგებილულობა რეალურ ვამპირზე ავუხსნათ?-ჯეიმსმა ლუკასს სიტყვა გააწყვეტინა და ჯესის შეხედა.
-კარგი ხო...  ჯესი გთხოვთ,-ლუკასმა "თავაზიანად" მიმართა ჯესის, ჯესიც წამოხტა და ლუკასის გვერდით დადგა. ლუკასმა ზურგში გამართა და ხელები ისე გააშლევინა როგორც ბალერინას.-ესეიგი პირველ რიგში ვამპირებს განსხვავებული ფრჩხილების ფორმა აქვთ; მათი ფრჩხილებს უფრო გრძელი და ოთხკუთხა ფორმა აქვთ.-მე სასწრაფოდ ჩავიწერე, ჯეიმსი ლუკასს შეენაცვლა-მეორე, თუ დააკვირდები ღიმილის დროს ვამპირებს მხოლოდ 2 კბილი სხვა კბილებზე წვეტიანი აქვთ, ახლა კი ყველაზე ადვილი; ყოველ ვამპირს კისერზე აქვს ტატუ რომელიც მათ მაშინ ეძლევათ როცა ვამპირები გახდებიან. აი ნახე,-ლუკასმა ჯესის კისერი დამანახა. მართლაც რომ მას ტატუ ჰქონდა რაღაც უცნაური ფრთიანი არსების, მაგრამ არა ჩვეულებრივი, მისი ტატუ მოძრაობდა და სინათლეს აფრქვევდა.-ხომ ვამბობდი...
-ეეე... ეს მე არ მინახავს!-ჯესი ტატუს დანახვას შეეცადა მაგრამ კისერი ვერ შეატრიალა. მე ტელეფონი ამოვიღე და ფოტო გადავუღე- ფუ შენი, ნეტავი ვინ აირჩია ეგ დიზაინი?! რომ ვნახავ იმ ვამპირს დავახრჩობ.-ჯესის გაღიზიანებულ ტონზე გამეცინა და ისევ ჩემი მერხისკენ წავედი. ყველაფერი ჩავიწერე და რვეული დავხურე.
-ეხლა შეგიძლიათ წახვიდეთ.-ჯეიმსმა თავაზიანად დაგვიკრა თავი და ჩვენც ოთახიდან გავედით.
-ამჯერად რა გაკვეთილი გვაქვს დაიკო?
-მაგია. ნიკოლასი გვიტარებს.
-ესეიგი ჯადოსნური ჯოხების ქნევა, დიდ ქვაბებში ათასი საზიზღრობის მომზადება, საშინელი გემოვნების ტანსაცმელი, ცოცხებით ფრენა, ბოროტი სიცილი და მწვანე დამახინჯებული სახეები?
-ჯესი! მაგია აქ სულ სხვანაერია და შენი ჩამოთვლილი "ტკბილეულისგან" არცერთი არაა!-მზად ვიყავი ჯესი დამეხრჩო მაგრამ თავი შევიკავე.
   ნიკოლასმა ამჯერად ძალიან მარტივიდან დაიწყო სწავლება. იმ დღეს ნივთების ხელის მოძრაობით და მზერით გადატანა ვისწავლეთ. იმდენად ადვილი იყო რომ ჯესიმაც კი მაშნვე აითვისა.
   დარბაზში სავახშმოდ ყველა ვიყავით, ნიკოლასის გარდა. მე კვლავ ალექსიასთან ვიჯექი ხოლო ჩემი და ჯერემითან. ჯერემი და ჩემი და ისევ იცინოდნენ და როცა ალექსია თავის პირდაპირ მჯდომი ჯერემისთვის პუდინგის სროლას აპირაბდა ამ დროს ოთახში გახარებული ნიკოლასი შემოვარდა ცეკვა- ცეკვით, მას მივუახლოვდი თუ არა მაშინვე ხელი მტაცა და ჩემთან ერთად დაიწყო ცეკვა,
-რა მოგივიდა ნიკოლას?- სიცილით შევეკითხე როცა ძალიან სწრაფად დამატრიალა. ნიკოლასმა ხელი გამიშვა და მეც ჩემს სკამზე დავჯექი რადგან თავბრუ მეხვეოდა.
-იცით ზეგ რა რიცხვია?-გახარებული ნიკოლასი სკამზე ჩამოჯდა და გაბრწყინებული სახით შემოგვხედა.
-15 ივნისი და რა ხდება?-ჯესი დაეჭვებული უყურებდა ნიკოლასს.
-რა ხდება და პირველად 10 წლის მანძილზე, გამანადგურებლები სხვა ტომებიდან, ვაპირები მაქციები და ჯადოქრები რომლებიც ჩვენს მხარეს იბრძოდნენ, აქ ჩამოვლენ და საუკუნის ბრძოლის მოგებას და ჩემს დაბადებისდღეს ავღნიშნავთ. დიადი წვეულება უნდა გავმართოთ!-ნიკოლასი სიხარულს აფრქვევდა, ჯესის წვეულების გაგონებაზე თვალები გაუბრწყინდა.-ამიტომ მინდა გითხრათ რომ ხვალვე უნდა დავიწყოთ მომზადება. ეს დიადი წვეულება იქნება.

 

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 5)

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 4)

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 3)

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 2)

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 1)

კატეგორია: მოთხრობები | დაამატა: უსაზღვრო
ნანახია: 1762 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar