[New Country აქ იქმნება მხოლოდ კარგი! ]
მთავარი » ფაილები » წიგნები » მოთხრობები

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 5)
2015-03-31, 5:15 PM

 

ავტორი: ქეთი ზუკაკიშვილი

დასახელება: გამანადგურებელთა ისტორია - სასიკვდილო კარიბჭე (წიგნი 1)

თავი: 5

კონტაქტი ავტორთან: https://www.facebook.com/qeti.zukakishvili

 რიჩარდი შეშინებული ჩანდა. მე გაბრაზებული ვიყავი. უეცრად იგი რაღაც ძალამ კედელს მიანარცხა.
-ქეით, შენი რისხვა უნდა შეიკავო,-ნიკოლოსმა რიჩარდი წამოაყენა და სკამზე დასვა.
გაკვირვებას ვერ ვმალავდი;
-რიჩარდ, კი მაგრამ როგორ?! შენ ცოცხალი ხარ?!- მის წინ დავჯექი,-ჩვენ ყველას გვეგონა რომ მოკვდი! მგრამ შენ ცოცხალი ხარ... როგორ?!...  მოიცადე ერთ წამს... შენც გამანდგურებელი ხარ?!
-მეც მიხარია შენი დანახვა დაიკო... პირველ რიგში არც მოვმკვდარვარ, უბრალოდ ჩემი სიკვდილი გავითამაშე, მეორე- ჰო, მე გამანადგურებელი ვარ... და ცუდი ამბავი მაქვს...
-რა ხდება რიჩარდ?-ნიკოლასის ხმაში აღელვება იტყობოდა.
-ამიერიდან მხოლოდ სამნი დავრჩით ქეით,-მან სევდანარევი თვალებით შემომხედა- მე, შენ და ჯესი...  დედა და მამა მუტანტებმა დახოცეს. მე ისინი გადმოვასვენე და დავკრძალე.-მის თვალზე ცრემლი შევნიშნე.
-მოიცადე, რა თქვი? მუტანტებმა?-ნიკოლასი გაკვირვებული იყო.-შეუძლებელია...
-რატომ? თქვენ ხომ თქვით ისინი მაინც დარჩნენ დედამიწაზე,-უკვე ვერაფერს ვარკვევდი.
-მართალია მუტანტები, მაქციები, ვამპირები, ჯადოქრები და სხვები დარჩნენ მაგრამ ისინი თავს არავის არ ესხმოდნენ... თან ეხლა მაინცდამაინც თქვენი მშობლები დახოცეს და არა ვინმე სხვა...-ნიკოლასი წინ და უკან დადიოდა და ვერ მშვიდდებოდა.
-ჩემი მოკვლაც სცადეს რამოდენიმეჯერ...-რიჩარდი დამშვიდდა და მაშინღა გავუსწორე თვალი. ისევ ისეთი იყო როგორიც 5 წლის წინათ; ოდნავ გრძელი წაბლისფერი თმები და თვალები ჰქონდა. ჩვენ ერთმანეთს ვგავდით ხოლო შავთმიანი და ნაცრისფერთვალება ჯესი ჩვენგან ძალიან განსხვავდებოდა. მან ღრმად ჩაისუნთქა-ჩემი აზრით, მან იცის რომ ქეითმა გაიგო რომ იგი გამანადგურებელია და ეხლა მისი სულიერად დაცემა უნდათ რომ შემდეგ შეიპყროს და კარიბჭე გააღოს, და მისი სულიერად გატეხვისთვის საიჭროა რომ მისი ახლობელი ადამიანები მოკლან.-რიჩარდი ისე ლაპარაკობდა თითქოსადა მე იქ არ ვყოფილიყავი.-და რახან მე აქ ვარ ესეიგი შემდეგი ჯესი შეიძლება იყოს.
-რას ბოდიალობ რიჩარდ მთლად გაგიჟდი?-ეს უკვე მეტისმეტი იყო. შუძლებელია ეხლა ვინმე ჩემზე ნადირობდეს.
-საუბედუროდ რიჩარდი მართალია ქეით...-ნიკოლასმა სიარული შეწყვიტა და ჩამოჯდა,-მაგრამ თუ გინდა ჯესის აქ მოვიყვანთ.
-მართლა?-მე და რიჩარდმა ერთდროულად ვკითხეთ. ნიკოლასმა თავი უხმოდ დაგვიქნია.
-ქეით ახლავე წადი თუ გინდა, ოღნოთ სხვებიც უნდა გამოგყვნენ, ხოლო შენ კი რიჩარდ წადი და დაისვენე.-რიჩარდი ადგა და ოთახიდან მძინე ნაბიჯით გავიდა.
  ნიკოლასს გადავეხვიე მადლობის ნიშნად და სხვების მოსახმობად გავიქეცი.
   ჯერემი კარიდორში შემხვდა, ყველაფერი სწრაფად ვუთხარი და დავუმატე რომ  სასახლის წინა ეზოში ყოფილიყო და სხვების საძებნელად გავიქეცი. ალექსია იარაღების ოთახში იყო ხმლებს ლესავდა, მასაც იგივე ვუთხარი რასაც ჯერემის. სასახლეში სირბილით დაღლილმა ლუკასი და ჯეიმსი ისტორიის კაბინეტში ვნახე რაღაცაზე გაცხარებულნი ბჭობდნენ, ყველაფერი უცბათვე მივახალე და ლუკასის დაღვრემილ სახეზე გავიცინებდი ასეთი დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი და რახან ყველას ძებნას მოვრჩი სასახლის წინა ეზოსკან გავემართე. ჯეიმსი და ლუკასი მე გამომყვნენ.
   ალექსია და ჯერემი ეზოში დაგვხვდნენ;
-რას იტყვით ხომ არ გავფრენილიყავით?-ჯერემი ისევ იღიმოდა.
-კარგი გავფრინდეთ მაინც ახლოს ვართ და დაახლოებით 5 წუთში მივალთ-ჯეიმსმა მე გამომხედა მეც თავი დავუქნიე.
   მართლაც რომ ძალიან ჩქარა მივფრინდით. საღამოვდებოდა. კარებზე დავაკაკუნე მაგრამ არავინ არ გააღო. ალექსია კარებს მიუახლოვდა და ერთი ფეხის დარტყმით შეანგრია. ოთახში ყველაფერი არეული იყო. ოთახის შუაგულში ჯესი უგონოდ იწვა, თავიდან ფეხებამდე სისხლით იყო მოთხვრილი. მაშინვე მივვარდი და შევანჯღრიე. სუნთქავდა მაგრამ ვერ იღვიძებდა. ალექსიამ სილა გააწნა და ისეთი რამ დავინახეთ რომ ყველას გაგვიკვირდა: სილის გარტყმის შემდეგ ჯესი უცბათვე გამოფხიზლდა, თვალები ხასხასა წითელი გაუხდა, კანი გაუფერმკრთალდა, თვალების გარშემო სისხლძარღვები დაეტყო და სისხლით მოთსვრილი ეშვები გამოუჩნდა...  ჯესი ვამპირი გახდა...
   ჯეიმსმა ხელი მტაცა, უკან გადამაგდო, წინ ამომეფარა და ხმაილი ამოიღო. დანარჩენებმაც მას მიბაძეს. მე გამადაგურებლების კედელი მიცავდა ჩემი საკუთარი დასგან.
-ჰეი! თქვენ რა საერთოდ გაგიჟდით?! ჩემს მოკვლას აპრებთ?!-ჯესი ბოლო ხმაზე ყვიროდა.
-საუბედუროდ ამ შემთხვევაში კი ჯეს...-ალექსიას ხმის ტონიც კი არ შეუცვლია.
-რატომ?-ჯესის გარეგნობა ჩვეულებრივი ხდებოდა.
-ალბათ იმიტომ, რომ ვამპირი ხარ,-ჭკვიანი ადამიანივით ჩაერთო ჯერემი.
-გაჩუმდით! დაგავიწყდათ აქ რისთვის მოვედით? თუ დაგავიწყდათ შეგახსენებთ რომ აქ ჯესის წასაყვანათ მოვედით და არა მოსაკლავად. წავიყვანოთ სასახლეში და მერე იქ ყველაფერს ნიკოლასი გადაწყვეტს.-ჯეიმსმა ხმალი შეინახა და მხარზე ხელი დამადო.
  ჯესი სარკეში საკუთარ ეშვებს უყურებდა. როცა სარკე გადადო თქვა;
-კარგი წამოგყვებით ოღონთ არ მომკლათ და დამელოდეთ. გამოვიცვლი და მოვალ,-ჯესი კიბეებისკენ წავიდა.
"მადლობა ჯეიმს"-გავიფიქრე და თვალეში ჩავხედე.
"არაფერს, არანაერი სურვილი არ მაქვს დეპრესიაში ჩავარდე."-მისი ხმა ჩემს გონებაში გაისმა და გამიღიმა, მეც ღმილით ვუპასუხე და ჯერემი შევნიშნე რომელიც ცალწარბაწეული გვიყურებდა და თან ღიმილს ძლივს იკავებდა. ჯეიმსმა ხელი მაშინვე მომაშორა მხრიდან და უხერხუად შეიშმუშნა.
    20 წუთის შემდეგ ძველებური ჯესი ჩამოვიდა, თან ხელში 2 უზარმაზარი ჩემოდანი ეკავა.
-ამდენი ტანსაცმელი მოგაქვს?-წარბი ასწია ალექსიამ.
-არა ეს მარტო ფეხსაცმლია-ჯესი კვლავ კიბეებზე ავიდა და კიდევ 3 ისეთივე ზომის ჩემოდანი და დიდი ჩანთა ჩამოიტანა.- აი ეს კი ტანსაცმელი და კოსმეტიკაც.
   ალექსიამ თითები ქუთუთოებს მიაჭირა ისე თითქოს რაღაც ნათებამ თვალი მოსჭრა. გარეთ გავედით და ბარგიც გავათრიეთ.
-რახან შენ ფრენა არ იცი ჯეს, შენ ლუკასთან ერთად იქნები ხოლო ბარგს კი ჩვენ წამოვიღებთ.-ჯეიმსმა ჯესის ლუკსზე ანიშნა. როგორც ჩანს ჯესის მოეწონა ეს აზრი და მაშინვე დასთანხმდა.
    ნისლი მოვიხმეთ, ზედ ჩემოდნები დავდეთ და გასაფრენად მოვემზადეთ. ჯესი ლუკასს მაგრად მოეხვია რაზეც მე და ჯერემიმ თავი ძლივს შევიკავეთ სიცილისგან. ცაში თავისუფლად დავფრინავდით და სასახლეს მალევე მივადექით. როდესაც ნისლიდან ჩამოვედით დავინახე თუ როგორ ისრესდა  ლუკასი ნეკნებს. ბარგი სასახლეში შევიტანეთ. ჯესი გაკვირვებული ათვალიერებდა ყველაფერს. რიჩარდი დერეფანში დაგვხვდა.
-თქვენ სასახლეში მოჩვენებებიც გყავთ?-ჯესის რიჩარდის დანახვაზე თვალები შუბლზე აუვიდა,-ლუკას დამიჭირე!-ჯესი განგებ წაიქცა მაგრამ იმის მაგივრად რომ ლუკასს დაეჭირა ჯესი მან ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და ჯესი იატაკზე დავარდა.-დიდი მადლობა.-რიჩარდმა ჯესი წამოაყენა და სთხოვა არ მოეკლა იმისთვის რომ იგი მკვდარი ეგონათ და მერე ცოცხალი აღმოჩნდა.-რას ამბობ სანამ მკვდარი იყავი იცი რამდენი რამე მოხდა... იმდენი უნდა მოგიყვე...
    ნიკოლასმა ყველა ერთ ოთახში გვიხმო. ოთახი წრიული ფორმის იყო და კედლების გარშემო რაინდების აბჯრები იდგა, ხოლო ოთახის შუაგულში მრგვალი მაგიდა.
-ეს მეფე ართურის დროინდელია,-მაგიდახე მიმანიშნა ჯერემიმ-ეს სწორედ ის მაგიდაა სადაც რაინდებთა კრება იმართებოდა.
   ნიკოლასი მაგიდას მიუჯდა დასხვებსაც უხმო, ყველა ჯესის გარდა მაგდას მივუსხდით და დაიწყო ბჭობა თუ რა მოგვეხერხებინა ჯესისთვის.
-ის შეიძლება სასტიკი მკვლელი იყოს,-განაცხადა ლუკასმა. ყველამ ჯესის შეხედა რომელიც ერთ-ერთი რაინდის აბჯართან იდგა და ფოტოს იღებდა. ჯერემი წამოდგა, ჯესის მიუახლოვდა, თავისი მობილური ამოიღო და ჯესისთან ერთად სურათების გადაღება დაიწყო.
-ამას instagram-ზე დავდებ.-მომესლმა ჯერემის ლაქლაქი.
   ბჭობა ჯერემის გარეშე გავაგრძელეთ. ბოლოს ნიკოლასმა თქვა რომ იგი სასახლეში დარჩებოდა და ყველაფერს ჩემთან ერთად ისწავლიდა. მისი გადაწყვეტილება არავინ გააპროტესტა მაგრამ ლუკასს სახეზე ეტყობოდა რომ უკმაყოფილო იყო. როდესაც ყველანი მაგიდიდან ადგნენ ნიკოლასთან მივედი და ვთხოვე რომ ჯესი ლუკასის ოთახის გვერდით ჰქონიყო ოთახი, მან ჩაიცინა და დამთანხმდა.
    კარიდორში ყველანი ერთად მივდიოდით.
-ჩემი ოთახი სად იქნება?-ნიკოლასის გვერდით დადგა ჯესი.
-ლუკასის ოთახის გვერით-ღიმილით უპასუხა და გაქვავებილ ლუკას შეხედა. ჯესი კიდევ უფრო წინ წავიდა და რიჩარდს დაუდგა გვერდით. ახლა ლუკასი დადგა ნიკოლასის გვერდით და ჰკითხა:
- შენი იდეა იყო?-თუმცა უცბათვე ხვდება რაც მოხდა და ჩემსკენ წამოვიდა-აბა გისმენთ, შენი იდეა იყო არა?
-არა რას ამბობ,-ალექსიას მხრებში ხელები ჩავავლე, ჩემს წინ ფარივით ავიფარე, უკან მივტრიალდი და გავიქეცი-ჩემი იდეა იყო!- შორიდან მივაძახე ლუკასს.

 

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 6)

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 4)

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 3)

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 2)

გამანადგურებელთა ისტორია: სასიკვდილო კარიბჭე (თავი 1)

კატეგორია: მოთხრობები | დაამატა: უსაზღვრო
ნანახია: 1426 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
omForm">
avatar